ჭიდაობა

21:47 | 11.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ ცხადაია ოქროს დებიუტს მიუახლოვდა

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიოს ქართველი პრიზიორი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია ახალ წონაში – 74 კილოგრამში ევროპირველობის ფინალშია. ბელგრადში მიმდინარე ტურნირზე ცხადაიამ ოთხი შეხვედრა მოიგო და კონტინენტის ჩემპიონობას ერთადერთი მეტოქის – რუსეთის ნაკრების წევრ რომან ვლასოვის ძლევაღა აშორებს.
დღესვე სერბულ ხალიჩაზე რევაზ ლაშხი (66 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძეც (84 კგ) გავიდნენ. ლაშხი ცხადაიას მსგავსად თავის წონით კატეგორიაზე ერთი წონით მაღლა ჭიდაობდა და ევროპირველობას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა. გეგეშიძე კი რეპეშაჟშია და ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ორი გამარჯვება სჭირდება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 22 საათიდან დაიწყება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0922