მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა მორიგ სკანდალში გაეხვა. 52 წლის არგენტინელი ფოტოგრაფს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულმა პაპარაცმა ენრიკე მედინამ პოლიციას მიმართა.
სამხრეთამერიკული სპორტული გამოცემების ცნობით, მედინა მარადონას ბუენოს აირესში, მამის სახლთან ელოდა. როგორც ფოტოგრაფი აცხადებს, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შენიშნა თუ არა, მისკენ ისე გაიქცა, როგორც ჯარიმის შესასრულებლად და ორჯერ პანღური უთავაზა.
“ეს არ იყო ჩვეულებრივი პანღური. მხოლოდ ფეხბურთელს შეუძლია ასეთი ძალით დარტყმა” – უთხრა ჟურნალისტებს მედინამ.









