ჩოგბურთი

19:34 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარდი ფიში მაიმის ტურნირიდან მოეხსნა

31 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი მარდი ფიში მომავალ კვირას ამერიკის ქალაქ მაიამიში (19-31 მარტი) გასამართ პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს.

"სამწუხაროდ, წლეულს არ ვარ კარგ სათამაშო ფორმაში და ვერ შევძლებ, ღირსეულად ვიასპარეზო მაიამის ტურნირზე. შევეცდები, გაისად ჩამოვიდე და გულშემატკივრები კარგი თამაშით გავახარო. მადლობა ყველას ჩემი მხარდაჭერისთვის, რომელსაც სულ ვგრძნობდი ინდიან უელსში მიმდინარე ტურნირის დროს", - დაწერა სპორტსმენმა Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგზე.

შეგახსენებთ, რომ ინდიან უელსის ტურნირზე ფიშმა მესამე წრეში გააღწია, სადაც ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096747