“ატლეტიკოს” ნახევარმცველმა მარიო სუარესმა თანაგუნდელებს მოუწოდა, სწრაფად დაივიწყონ “რეალთან” თასის ნახევარფინალში განცდილი მარცხი. შეგახსენებთ, დიეგო სიმეონეს გაწვრთნილმა გუნდმა “სამეფო კლუბთან” სტუმრად ჩატარებული პირველი მატჩი 0:3 წააგო. წუხელ კი საკუთარ მოედანზეც დამარცხდა – 0:2.
“წაგება ყოველთვის მძიმე დარტყმაა, მიუხედავად იმისა, ვისთან აგებ. სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდით, მაგრამ ამ წარუმატებლობაზე აღარ უნდა ვიფიქროთ. შემდეგი თამაში “ვალიადოლიდთან გველის და მთელი ყურადღება მასზე უნდა გადავიტანოთ” – განაცხადა სუარესმა.







