ინტერვიუები

18:23 | 18.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ტარდელი: “დუბლინში უქულოდ დაბრუნება არ გვსურს”

 

“თუკი იტალიის ნაკრები მეოთხედფინალში გავა, ამ ეტაპიდან “სკუადრა აძურას” მთელი არსებით ვუქომაგებ. ჩეზარე პრანდელი ჩემი მეგობარია, მე იტალიელი ვარ, მაგრამ ნურავინ ელის ირლანდიისგან საჩუქარს”, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი La Gazzetta dello Sport--ის კორესპონდენტთან ირლანდიელთა მთავარი მწვრთნელის ჯოვანი ტრაპატონის ასისტენტმა მარკო ტარდელიმ.
 
- იტალიელი ტიფოზები ჯგუფის ბოლო მატჩის წინ ნერვიულობენ...
- ეს ჩვენი, იტალიელების სენია ყველაფერში ინტრიგა და შეთქმულება დავინახოთ. რა საჭიროა ზედმეტი აჟიოტაჟი? სპორტსმენები კეთილსინდიდიერი ადამიანები ვართ და არაა საჭირო ეჭვის თვალით ყურება ჩვენ ნებისმიერ საქციელსა თუ გამონათქვამზე. ხომ ნახეთ, როგორ იქცეოდნენ ირლანდიელი გულშემატკივრები, როდესაც მათი ქვეყნის ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან გავარდა? 25 ათასი ქომაგი სიმღერით გვამხნევებდა. გულისამაჩუყებელი სცენა იყო.
- მოვეშვათ “შეთქმულების თეორიას”. იტალიას აუცილებლად ესაჭიროება ირლანდიის დამარცხება...
- ჩვენ კი დუბლინში უქულოდ დაბრუნება არ გვსურს. მეტსაც გეტყვით, რობი კინმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, ევრო2012 მოგებით უნდა დავასრულოთო.
- ირლანდიამ რომ მოიგოს, გულით გაგიხარდებათ?
- რასაკვირველია გამიხარდება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა – მე ხომ ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ვარ. აი, გარკვეული დრო რომ გავა, იტალია მართლაც შემეცოდება.
- მიმდინარე ევროპირველობაზე “სკუადრა აძურას” თამაშს რა შეფასებას მისცემდით?
- იტალიის ნაკრების თამაში მომწონს. აბა გაიხსენეთ და გადათვალეთ, რამდენი საგოლე მომენტი შექმნეს ჩემმა თანამემამულეებმა გასულ 2 მატჩში. ვიმედოვნებ, ჩვენთან დაპირისპირებისას “სკუადრა აძურას” ფორვარდები სამიზნეს არ გაასწორებებნ.
- რომელ ფეხბურთელს აიყვანდით პრანდელის გუნდიდან?
- დაუფიქრებლად გიპასუხებთ – ანდრეა პირლოს. მის ყოველ მოქმედებაში აზრი და ოსტატობა იკითხება. 
- თქვენი აზრით, რა გახდა ირლანდიის ნაკრების ევროჩემპიონატზე ჩავარდნის მიზეზი?
- გამოუცდელობამ დაგვაღალატა. ჩვენ მოთამაშეთა უმრავლესობას სეზონის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის ნაკლებობა ჰქონდა. 
- ჯოვანი ტრაპატონი იტალიის წინააღმდეგ საბრძოლველად მზადაა?
- ტრაპი ყოველთვის ნებისმიერი დაპირისპირებისთვის მზადაა.
- პრანდელის ნაკრებს ტრაპატონის რჩეულთაგანს შემდგარი ირლანდია არასდროს დაუმარცხებია...
- ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. თუმცა, სტატისტიკას ზედმეტად განზოგადება არ ღირს. 
 
 
გოჩა კაჭარავა
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096399