ფეხბურთი

17:52 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოვიჩის "ლივერპულში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია

"ლივერპული" მზადაა ლისაბონის "ბენფიკას" 20 წლის ფორვარდ ლაზარ მარკოვიჩში 25 მილიონი გირვანქა გადაიხადოს. ინგლისური და პორტუგალიური მედიის ცნობით, ტრანსფერი დიდი ალბათობით განხორციელდება და ახალგაზრდა სერბი მერსისაიდელებისთვის ემრე ჩანის, ადამ ლალანას და რიკი ლამბერტის შემდეგ, კიდევ ერთი შენაძენი იქნება.

გასული სეზონის სტარტამდე პორტუგალიელებმა მარკოვიჩი "პარტიზნისგან" 8.8 მილიონ ევროდ გადაიბირეს და ხუთწლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს. გასულ სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა 48 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

 

გიორგი ბალახაძე 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095885