საფრანგეთის ლიგა ერთის მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი „ლიონისა“ და „მარსელის“ დაპირისპირება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელმა გუნდმა 2 ბურთით წინ გასვლა მოახერხა, თამაშმა გამარჯვებული მაინც ვერ გამოავლინა.
ანგარიში ლაკაზეტმა გახსნა, რომელმაც მე-17 წუთზე, მეკარის საჯარიმო მოედანში ძალიან ეფექტურად ითამაშა. ტაიმის მიწურულს, გომისმა „ლიონის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. სანამ გუნდები შესვენებაზე გავიდოდნენ, გოლის გატანა ჟინიაკმაც მოასწრო. მისი შორეული დარტყმის შემდეგ ვერკუტრმა არადამაჯერებლად ითამაშა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.
მატჩის საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე დაფიქსირდა. ტოვინმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რასაც ორმაგი რიკოშეტი მოჰყვა და ვერკუტრი უძლური აღმოჩნდა.
11-მატჩიანი მშრალი სერიის შემდეგ, გოლი ზედიზედ მე-2 თამაშში გაუშვა „ლილმა“. თუმცა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, რენე ჟირარის შეგირდებმა 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს. „ლილმა“ თამაშის პირველი გოლი საკუთარ კარში მიიღო. „ბასტიამ“ ანგარიში მე-3 წუთზე, ძალიან ლამაზი გოლით გახსნა. ჟენესტმა ბურთი საჯარიმოს გარეთ, მკერდით მიიღო და მიწაზე დაუშვებლად, ეფექტური დარტყმით, მას ადგილი მეკარისგან შორეულ ზედა კუთხეში მიუჩინა.
„ლილმა“ 3 ქულის მომტანი 2 გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა და ორივე მათგანის ავტორი სალომონ კალუა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მე-2 გოლი. აფრიკელმა თავდამსხმელმა შორეული ზუსტი დარტყმა ბაშას სოლორეიდს მოაყოლა.
ბორდო-ვალანსიენი 2:1 (0:0)
ბორდო, “შაბან დელმა” 22165
ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, პელენარი, ობრანიაკი, სერტიჩი (დიაბატე 59), ნ’გემო, მორის-ბელე (სავიჩი 77), სევე, ჟუსიე (ბენ კალფალა 84).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
ვალანსიენი (4-2-3-1): პენეტო, ნერი, ანგუა, კაგელმახერი, სისი (ჩიტუ 90), ენზა იამისი (მასამპუ 81), დუმბია, დუკურტიო, დოსევი, მასუაკუ, ბაებეკი.
მწვრთნელი: არიელ იაკობსი.
გოლები: 0:1 დუმბია (55), 1:1 ჟუსიე (58, პენ), 2:1 მორის-ბელე (73).
66-ე წუთზე, ენზა იამისიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: ენრიკე 64 - ბაებეკი 27, პენეტო 65.
მსაჯი: მიკაელ ლეზაჟი.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 11 (4)-5 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 4-6, სეივი: 2-2, ჯარიმა: 13-13.
ლილი-ბასტია 2:1 (2:1)
ვილანოვ დ’ასკი, “პიერ მოროი” 37682
ლილი (4-1-3-2): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაშა, სუარე, მავუბა, ბალმონი (დელაპლასი 81), მარტინი (როდელინი 72), გუეიე, რუ, კალუ (ტულიო 90+2).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
ბასტია (4-2-3-1): ლანდრო (ლეკა 46), დიაკიტე, სკილაჩი, არეკი, პალმიერი, საბლი, მოდესტო (კეზერუ 79), ჟენესტი, ბუდებუზი, ბა (ბარბატო 45), რასპენტინო.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
გოლები: 0:1 ჟენესტი (3), 1:1 კალუ (17), 2:1 კალუ (22).
გაფრთხილებები: ბაშა 27, მარტინი 52, კიაერი 87 - ჟენესტი 41.
მსაჯი: სებასტიენ დეზიაჟი.
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 15 (6)-9 (6), კუთხური: 10-5, თამაშგარე: 4-0, სეივი: 5-4, ჯარიმა: 12-10.
ლიონი-მარსელი 2:2 (2:1)
ლიონი, “ჟერლანი” 34218
ლიონი (4-1-3-2): ვერკუტრი, ლოპესი, ბისევაცი, უმტიტი, ბედიმო, გონალონი, გურკუფი (ფერი 76), გრენიე, ფოფანა, ლაკაზეტი, გომისი (ბენზია 68).
მწვრთნელი: რემი გარდი.
მარსელი (4-1-2-3): მანდანდა, ფანი (აბდალა 77), დიავარა, ნ’კულუ, მენდი, ტოვინი, ლემინა, შეირუ, ჯ. აიუ (იმბულა 57), ჟინიაკი, პაიე (კალიფა 77).
მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (17), 2:0 გომისი (44), 2:1 ჟინიაკი (45+1), 2:2 ტოვინი (79).
გაფრთხილებები: ლაკაზეტი 31, გრენიე 86 - ფანი 24, შეირუ 61, აბდალა 88.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 13 (8)-11 (5), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 7-2, სეივი: 3-6, ჯარიმა: 10-16.









