არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო ეკვადორთან გამართულ მატჩში მომხდარის გამო ბოდიშს იხდის.
ეკვადორსა და არგენტინას შორის გამართული შეხვედრის (1:1) მიწურულს, მასკერანომ დაზიანება მიიღო და მოედნიდან მისი ელექტრომობილით გაყვანა გახდა საჭირო. მინდვრის დატოვების დროს, სიჩქარით უკმაყოფილო არგენტინელმა მღოლს ზურგში ფეხი ჩაარტყა, რისთვისაც არბიტრისგან წითელი ბარათი მიიღო.
“მომხდარის გამო მრცხვენია. შეცდომა დავუშვი. ელექტრომობილი ძალიან სწრაფად მოძრაობდა და შესაძლებელი იყო გადმოვვარდნილიყავი. ამის შესახებ მძღოლს ვუთხარი, მაგრამ მან იგნორირება გამიკეთა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩემს რეაქციას არ ამართლებს.
საკუთარ თავში ძალა უნდა მოვიკრიბო და შეცდომა ვაღიარო. იმედი მაქვს, ჩემი ქმედება გუნდის მიერ დატოვებულ პოზიტიურ შთაბეჭდილებას არ გააფუჭებს.” – აცხადებს მასკერანო.









