ფეხბურთი

13:36 | 17.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ და სირაძემ მოიგეს

იტალიის საფეხბურთო სერია B-ს 37-ე ტურში, “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “იუვე სტაბია” 5:0 გაანადგურა.

განვლილ მატჩში, დუბლები შეასრულეს ტავანომ და საპონარამ, ხოლო ერთი გოლი თავის ანგარიშზე მაკარონემ ჩაიწერა. ლევან მჭედლიძე თამაშში 70-ე წუთზე ტავანოს მაგივრად ჩაერთო. ირაკლი შეყილაძე “ემპოლის” 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ემპოლის” 63 ქულა აქვს და 22 გუნდში მეოთხე ადგილზეა, რაც სერია A-ში აღზევების ბრძოლის საშუალებას აძლევს.

რუსეთის საფეხბურთო ნააციონალური ლიგის 28-ე ტურში, ნალჩიკის “სპარტაკმა” სტუმრად ბელგოროდის “სალიუტი” 1:0 დაამარცხა. ნალჩიკელთა შორის, დავით სირაძე მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გუჯა რუხაიას არ უთამაშია. “სპარტაკი” 45 ქულით მე-4 ადგილზეა და პრემიერლიგაში პლეი ოფის ხარჯზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

“ნეფტეხიმიკმა” სტუმრად “უფასთან” 0:2 წააგო და დამარცხებულთა შორის მერაბ ურიდიას არ უასპარეზია. “ნეფტეხიმიკს” 39 ქულა აქვს და 17 გუნდში მე-6 პოზიციაზეა.

შვეიცარიის ჩელენჯლიგის (პირველი ლიგა) 27-ე ტურში, “ბელინცონამ” სტუმრად “ვინტერტური” 2:0 დაამარცხა. გიორგი ივანიშვილი გამარჯვებულთა სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ბელინცონას” 52 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.060112