ჭადრაკი

13:23 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი და ყუფარაძე ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან

ნახიჭევანის ტრადიციულ საჭადრაკო ტურნირზე 2 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 3 მოჭადრაკე დაწინაურდა: ალეკსეი ალეკსანდროვი (ბელარუსი, 2604), იგორ კურნოსოვი (რუსეთი, 2649) და ალეკსანდრ ხალიფმანი (რუსეთი, 2614).

ლიდერებს 0.5 ქულით 17 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი მისდევს, რომელშიც 2 ქართველი მოჭადრაკეცაა: მიხეილ მჭედლიშვილი (2640) და გიგა ყუფარაძე (2489). დამატებითი მაჩვენებლებით, პირველი მე-13 ადგილზეა, მეორე კი – მე-18-ზე.

აზერბაიჯანულ ტურნირზე მოთამაშე სხვა ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 22. ბაჩანა მორჩიაშვილი (2377) – 1.0; 51. ზურაბ ჯავახაძე (2448) – 0.5; 52. ლევან ფანცულაია (2556) – 0.5.

ნახიჭევანის ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 1 მაისს დასრულდება. საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 10 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა 30 მოწინავეზე გადანაწილდება.

0.095493