ქართველმა მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილმა (2640) ნახიჭევანის საერთაშორისო ტურნირის მე-3 ტურში შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ ვუგარ ბაირამოვს (2231) სძლია და 2.5 ქულით იმ 11 მონაწილეს შორის მოხვდა, რომლებიც შეჯიბრს სათავეში ჩაუდგნენ.
დამატებითი მაჩვენებლებით მჭედლიშვილი მე-9 ადგილზე იმყოფება, მე-4 ტურში კი თეთრებით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ სერგეი ტივიაკოვს (ჰოლანდია, 2650) ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ ნახიჭევანის ტურნირზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 32. გიგა ყუფარაძე (2489) – 1.5; 37. ლევან ფანცულაია (2556) – 1.5; 42. ბაჩანა მორჩიაშვილი (2377) – 1.0; 57. ზურაბ ჯავახაძე (2448) – 0.5;
აზერბაიჯანული შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 1 მაისს დასრულდება. საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 10 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა 30 მოწინავეზე გადანაწილდება.







