ევროტურნირებიდან სტამბულის “ფენერბახჩეს” მოკვეთამ, რამდენიმე ფეხბურთელი წასვლაზე დააფიქრა. Sabah-ის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი რაულ მეირელეშია, რომელსაც იტალიური “ნაპოლი” იწვევს.
30 წლის პორტუგალიელს თურქეთიდან აბარგების დიდი სურვილი აქვს, ნეაპოლელთა ახლადდანიშნულ თავკაც რაფა ბენიტესს კი, სწორედ მისი ამპლუის ფეხბურთელი სჭირდება. მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ მისი ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისათვის, თურქეთის სუპერლიგის გასულ გათამაშებაში, მეირელეშმა 22 მატჩი ჩაატარა და 2 გოლით გამოირჩა.







