ფეხბურთი

14:53 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეირელეშმა სეზონი დაასრულა

თურქეთის “ფენერბახჩეს” ნახევარმცველი რაულ მეირელეში მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ, პორტუგალიური პრესა იუწყება.

ევროპის ლიგის 1/2-ფინალის მატჩში, “ბენფიკასთან” მოგებულ (1:0) მატჩში, მეირელეში ტრავმის გამო 64-ე წუთზე შეცვალეს. მოგვიანებით, სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მას მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. ამის გამო, 30 წლის პორტუგალიელი დარჩენილ მატჩებში ვეღარ ითამაშებს.



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096146