ლას ვეგასში, საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგის ლიდერმა ფლოიდ მეივეზერ-უმცროსმა WBA-ს ვერსიით პირველ საშუალო წონაში სუპერტიტული დაიცვა. 36 წლის ამერიკელმა 23 წლის მექსიკელ საულ ალვარესს სძლია.
საწყისმა ორმა რაუნდმა მეტნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა, შემდეგ კი, უპირატესობას ამერიკელი სპორტსმენი დაეუფლა და მე-6 რაუნდში, ბრძოლის მიმდინარეობას დამაჯერებლად აკონტროლებდა. მსაჯთა გადაწყვეტილებები ტაბლოზე ასე აისახა: 116:112, 117:111 და 114:114.
ორთაბრძოლის შემდეგ, მეივეზერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამარჯვებაში მამის რჩევები დიდად დაეხმარა.
“მამას ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენდი. ბრძოლის დროს, ის ჩემი მწვრთნელის მოვალეობებს ასრულებდა. მან ბრწყინვალე ტაქტიკა მოიფიქრა, რისი წყალობითაც, ისღა დამრჩენოდა, გავსულიყავი და მისი დავალებები შემესრულებინა”, - ციტირებს ამერიკელის სიტყვებს Sportingnews-ი.
ორთაბრძოლის შემდეგ, ალვარესმა მეტოქისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა: “ფლოიდი გენიალური მოკრივეა. როდესაც ასეთი მეტოქე გყავს, წარმატების მიღწევა ურთულესია. ბევრი ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა”.







