“პარი სენ ჟერმენის” შემტევი ჟერმენი მენეზი გუნდს სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი გუშინ გაკეთებული ოპერაციაა.
26 წლის ფეხბურთელმა თიაქრის ოპერაცია გაიკეთა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მენეზის მკურნალობას 3 კვირა დასჭირებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, სიტუაცია უფრო რთულადაა და ფეხბურთელი გუნდს 2 თვეში დაუბრუნდება.
ჟერმემი მენეზი პსჟ-ში 2011 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში, მან 42 თამაში ჩაატარა და გუნდს 8 გატანილი გოლის გარდა, 11 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.









