ჭიდაობა

15:47 | 6.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

მეორე დღეს ქართველები 3 ოქროსთვის იბრძოლებენ

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ოქროს გრან-პრის მეორე დღეს ქართველი მოჭიდავეები 3 ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ.
ფინალში სულ 4 ქართველი გავიდა. თავისუფალი სტილის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს გიორგი გოგშელიძე და ველდუხ გავაშელიშვილი დაუპირისპირდებიან. ბერძნულ-რომაულში გიორგი ცირეკიძე (74 კგ) ოქროს მედლისთვის ყაზახ ალბეკ გილმუხამედოვს დაეჭიდება, ხოლო ოთარ ბოლქვაძე (120 კგ) ირანელ ამირ ალიაკბარს.
ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ თავისუფალი სტილის მიმდევრები: ბესიკ გუჩაშვილი (55 კგ), გოგა ხუჭუა, შალვა მუზიაშვილი, პაატა ნოზაძე (სამივე 66 კგ) და დავით ქერაშვილი (96 კგ). რეპეშაჟის ფინალში ნოზაძე და მუზიაშვილი ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. ქართული წყვილი იბრძოლებს ბრინჯაოსთვის ბერძენ-რომაელთა მძიმე წონაშიც - დიმიტრი ჯავახიშვილი გურამ ჩერსელიძეს დაეჭიდება, ხოლო გიორგი დათუნაშვილი გენადი გოგიშვილს. კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ასვლას თითო მოგება აშორებთ უჩა ჩიტიაშვილს და სერგო გოგისვანიძეს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.165781