ავტოსპორტი

19:06 | 11.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

მეორე პრაქტიკა ბატონისაა

თუ პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი ფერნანდო ალონსო იყო, მეორეზე საუკეთესო დრო ვს ჰქონდა. თანაც, ბრიტანელი ორივე პრაქტიკის ჯამშიც უსწრაფესი გამოდგა. საინტერესოა, რომ მეორე პრაქტიკაზე, პირველსა და მეათე დროს შორის სხვაობა წამზე ნაკლები იყო, პირველსა და მე-17-ს შორის კი - წამნახევარი. ეს კიდევ ერთი ნიმუშია იმისა, რომ ამ სეზონში პელოტონის რიგები არნახულად შემჭიდროებულია.

სებასტიან ფეტელი ამჯერადაც მეორე უსწრაფესი გამოდგა. სამაგიეროდ, ალონსომ პოზიციები დათმო და მოწინავე პოზიციიდან, პელოტონის შუაგულში გადაინაცვლა. თუმცა, ამას მისი განწყობა არ გაუფუჭებია, რადგან მეორე სესიის დროს ის მანქანის მომართვის სხვადასხვა ვარიანტს ცდიდა.

თუ „ფერარიმ“ ტრასაზე მნიშვნელოვნად განახლებული მანქანა გამოიყვანა, „მაკლარენს“ ბევრი ცვლილება არ აქვს, თუმცა რაც მანქანაზე შეიცვალა, იმასაც ბევრი ხეირის მოტანა შეუძლია. ესაა აწეული ცხვირი, რომლის წყალობითაც, მანქანის უკანა ნაწილში ჰაერის უფრო მოწესრიგებული ჭავლი მიაღწევს და ამგვარად, მანქანის აეროდინამიკა გაუმჯობესდება.

ევროპული ეტაპების წინ, მანქანას მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია „ზაუბერმაც“ ჩაუტარა. სამაგიეროდ, პასიური იყო „ლოტუსი“, თუმცა ამის მიუხედავადაც, მისი ორივე პილოტი ცხრილის მოწინავე ექვსეულშია. თანაც, „მაკლარენის“ გარდა, მხოლოდ „ლოტუსის“ ორივე მრბოლმა შეძლო წრის წუთსა და 24 წამზე ნაკლებში გავლა.

და მაინც, ვინ რამდენად ეფექტურად გამოიყენა სატესტო პაუზა, ეს კვალიფიკაციის დროს გამოჩნდება.

 

ესპანეთის დიდი პრიზი

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:23.399

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:23.563

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:23.771

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:23.909

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:23.918

6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:23.964

7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:24.065

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:24.080

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                           1:24.214

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:24.365

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:24.418

12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:24.422

13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:24.468

14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:24.600

15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:24.688

16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:24.733

17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:24.769

18. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:25.047

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:26.296

20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:26.740

21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:27.314

22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:27.664

23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:28.235

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               დროის გარეშე

http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/12/2.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170153