სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:51 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მერანის" მორიგი მარცხი

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის X ტურში, მარტვილის "მერანი" "ზესტაფონს" დაუპირისპირდა და მორიგი შეხვედრა წააგო. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში მარტვილელები რუსთავის “მეტალურგთან” განადგურდნენ სტუმრად  1-6.

 მარტვილელთა ახალმა მწვრთნელმა, წინა შეხვედრისგან განხსვავებით, ტაქტიკა შეცვალა და 5 მცველით ითამაშა, თუმცა ვერც ამ ცვლილებამ გაამართლა.

 არადა, პირველ ტაიმში სტუმრებს "მერანის" კარში ერთხელაც არ დაურტყამთ სახიფათოდ, სამაგიეროდ, "მერანმა" ვერცერთი მომენტი ვერ გამოიყენა - მასპინძლებს მინიმუმ სამჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმში.

 მატჩის მე-2 წუთზე, ბექა ციკოლიამ შეუტია "ზესტაფონის" კარს სახიფათოდ, მაგრამ მიშველიანმა შესძლო ნახტომში ბურთის მოგერიება.

 მე-7 წუთზე კვანტალიანმა მეტოქე გუნდის საჯარიმოში მცველები მოატყუა და თითქოს გოლიც გარდაუვალი იყო, თუმცა საბოლოო დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

 22-ე წუთზე, ისევ ციკოლია აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, "მერანელთა" შემტევმა კარგად კი დაარტყა მაგრამ, მცველებმა ივარგეს.

 "ზესტაფონი" კონტრიერიშებზე ცდილობდა ”მერანის” გამოჭერას, თუმცა მათ პირველ ტაიმში ხიფათი არ შეუქმნიათ.

 32-ე წუთზე, "მერანმა” ლამაზი კომბინაცია გაითამაშა, ციკოლიას გადაცემა კვანტალიანმა ოსტატურად გაატარა, რის შედეგადაც ფონიავამ კარგად მიიღო ბურთი და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მიშველიანმა უშეცდომოდ ითამაშა.

 42-ე წუთზე, სტუმრებიდან კუტალია დაემუქრა "მერანის" კარს, მაგრამ მის დარტყმას ხიფათი არ მოჰყოლია.

 მეორე ტაიმში სტუმრები უფრო მობილიზებული გამოვიდნენ და ამან შედეგიც გამოიღო, 53-ე წუთზე კუტალია ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ შეროზიამ ნახტომში მოიგერია ბურთი.

 69-ე წუთზე, ისევ მასპინძელთა მეკარემ იხსნა გუნდი, ამჯერად ლომაიამ მოსინჯა ძალები.

 75-ე წუთზე მაინც გაუშვა "მერანმა" გოლი. სამუშიამ გამოზომილი გადაცემა გაუკეთა მარტვილელთა საჯარიმოში მყოფ ვახტანგ ჭანტურიშვილს, ამ უკანასკნელმა კი მეკარე უშანსოდ დატოვა.

 "მერანი" მატჩის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ მასპინძლებს ამისთვის არც ოსტატობა ეყოთ და არც ენერგია, მარტვილელებს დაღლა დაეტყოთ მეორე ტაიმში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "მერანი" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა.  გუნდს სხვადასხვა მიზეზებით კუჭუხიძე და მელიავა ვერ დაეხმარნენ.

 მატჩის 78-ე წუთზე, საბა ლომიამ საბოლოო წერილი დასვა – 0:2.

 მეორე ტაიმის მიწურულს "მერანელთა" შემტევმა აკაკი შულაიამ ტრავმა მიიღო და მასპინძლებს 10 კაცით მოუწიათ თამაშის ჩამთავრება, რადგან მანამდე ჩხეტიანს სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა.

 ბოლო წუთები არაფერი შეცვლილა და “ზესტაფონმა” დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

 მატჩის შემდეგ:

 კახა ჩხეტიანი: “პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, 5 მცველით გამოვედით მოედანზე და შევეცადეთ "ზესტაფონისთვის" თამაში ჩაგვეკეტა, გვქონდა გოლის გატანის კარგი შანსები, მაგრამ ვერ შევძელით. “არ გაიტან – გაგიტანენ”. მომდევნო მატჩი "გურიასთან გვაქვს და შევეცდებით გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან”.

 რატკო დოსტანიჩი: “საკმაოდ რთული შეხვედრა იყო, ”მერანი” დაცვითი ტაქტიკით გვეთამაშა, თუმცა მეორე ტაიმში შევძელით გოლის გატანა და თამაშის სასურველი შედეგით დასრულება. ვულოცავ ბიჭებს. ”მერანს” კი წარმატებებს ვუსურვებ”.

”მერანი” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” (ზესტაფონი) 0:2 (0:0) 

 26 ოქტომბერი. 17:00 სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი 400 მაყურებელი

 ”მერანი”: შეროზია, გეგეჭკორი (მელქაძე78) , ქარქუზაშვილი, ღონღაძე, ფარულავა, გეგია( ხუბუა 60), ქათამაძე( შულაია 46), ბაბუნაშვილი, ციკოლია, ფონიავა, კვანტალიანი.

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

”ზესტაფონი”: მიშველიანი, თედორე გრიგალაშვილი, ფერეირა დოსანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, კანდელაკი, ჭანტურიშვილი, ნამეკა აჯურუ, სამუშია(სარდალიშვილი 83) კუტალია, ენდელაძე( შარიქაძე 60), ლომია ( კვერნაძე 89)

მთავარი მწვრთნელი: რატკო დოსტანიჩი

გოლები: 0-1 ჭანტურიშვილი (75), 0-2 ლომია (79)

გაფრთხილებები: ღონღაძე (64) ქარქუზაშვილი (85) 

მთავარი მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)

 

 

ვიტ ჯორჯია – დილა 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 დოლიძე (10), 0:2 მოდებაძე (59)

გაფრთხილება; წყაროზია (30)

მსაჯი: ა. კრიჭაშვილი

 

ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი) 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 ვაჟა ლომაშვილი (22), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (37), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (69), 3:1 ბესიკ დეკანოიძე (75), 4:1 გიორგი გაბედავა (82), 5:1 ჯამბულ ჯიღაური (85)

გაძევება: გიორგი დათუნაიშვილი (“ჩიხურა”)

 

ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ზვიად მეტრეველი (40), 1:1 ლუკა გუგუჩია (პენ, 74) 

 

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლო: 0:1 ლევან კორღალიძე (53) 

 

დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 თორნიკე კაპანაძე (22), 1:1 ლევან ხმალაძე (პენ, 79), 2:1 გიორგი გველესიანი (90)

გაძევება: უსტარიცი (3, “დინამო”)

45-ე წუთზე ჯაბა დვალმა ვერ გაიტანა პენალტი

 

1     დინამო (თბილისი)                      10         8         1         1          27:9             25           
2 ჩიხურა 10 6 1 3 23:18 19
3 ტორპედო 10 5 4 1 15:7 19
4 მეტალურგი  10 5 2 3 16:15 17
5 გურია 10 5 0 5 10:14 15
6 დილა             10 4 3 3 13:11 15
7 ზესტაფონი        10 4 2 4 12:8 14
8 მერანი                     10 4 0 6 12:22 12
9 ვიტ ჯორჯია               10 3 3 4 14:14 12
10 სიონი                10 2 3 5 11:15 9
11 ზუგდიდი            10 1 4 5 5:15 7
12  სპარტაკი          10 1 1 8 5:15 4

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

ედემი ელერჯია 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089676