ფეხბურთი

21:48 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მერანმა” “ჩიხურა” დასაჯა

სამი ტურია, ქუთაისის “ტორპედოსთან” გამარჯვების შემდეგ, მარტვილის “მერანს” თამაში არ მოუგია და დღევანდელ შეხვედრაში ნომინალურ მასპინძლებს განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდათ. ისევე როგორც წინა შეხვედრები, ამ მატჩშიც მარტვილელებმა “ჩიხურას” სამტრედიაში უმასპინძლეს. როგორც “მერანის” ხელმძღვანელებმა გვითხრეს, გუნდი საკუთარ მოედანზე პირველ შეხვედრას მიმდინარე ჩემპიონატში ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გამართავს, რადგან იმ დროისთვის სტადიონი უკვე მოწესრიგებული იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ თამაშს, “ე. მანჯგალაძეზე” შეკრებილმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა სწრაფი გოლი იხილა. ჯერ ტრავმამოშუშებულმა შულაიამ გაამწვავა ფლანგზე სიტუაცია, რასაც კუთხური მოჰყვა. კუთხური კიკნაველიძემ თითქოსდა უხეიროდ მოაწოდა და ხიფათი არც უნდა მოჰყოლოდა ამ ჩაწოდებას, მაგრამ სტუმართა მცველების შეუთანხმებელმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ საბოლოოდ დათა ციცხვაიას ხელსაყრელ ადგილას მიუვიდა ბურთი, ახლო მანძილიდან არ გასჭირვებია “მერანელთა” გამოცდილ შემტევს ბურთის კარში გადაგზავნა 1:0.

მე-14 წუთზე ლევან გეგეჭკორი დაემუქრა შორიდან მეტოქე გუნდის კარს ძლიერი დარტყით, მაგრამ მეკარე მაქსიმე ქვილითაია უშეცდომო იყო.

მე-20 წუთზე სტუმრებმაც უპასუხეს იერიშით, დეკანოიძის სახიფათო გასროლას საჯარიმოში ვინმე რომ გამოხმაურებოდა თანაგუნდელებიდან, არავინ იცის რა მოხდებოდა, მაგრამ ამ ეპიზოდმაც უშედეგოდ ჩაიარა “ჩიხურასთვის”.

მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში აშკარა იყო “მერანის” უპირატესობა. “ჩიხურა მოდუნებული იყო და იმის ნაცვლად თამაში გადაერჩინათ საჩხერელებს, მეორე გოლიც მათ კარში გავიდა. მართალია “მერანის” ბრძოლას და თამაშის ხარისხს ვერ დავაკნინებთ, მაგრამ მეორე გოლიც საჩხერელთა დაცვის ხაზის ჩავარდნას მოჰყვა, რის შედეგადაც 38-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გეგეჭკორი და ციცხვაია დარჩნენ, გეგეჭკორს თავადვე შეეძლო გატანა, მაგრამ თანაგუნდელს დაუთმო, ციცხვაიამ კი ზუსტად დაარტყა და დუბლი გაიფორმა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში უფრო გამოცოცხლდა “ჩიხურა” და შედარებით გააზრებულად შეუტია მეტოქეს, მაგრამ სტუმრების კომბინაციებს საბოლოო დაგვირგვინება აკლდა, არც ოდიკაძის შორეულ დარტყმებს მოუტანია შედეგი.

მატჩის მე-60 წუთზე კი ციცხვაიას რომ კარგად დაერტყა, ჰეთრიკსაც შეასრულებდა. შეტევა აკაკი შულაიამ  წამოიწყო, მერანელმა ნახევარმცველმა ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მეტოქე და საჯარიმოში შევიდა, საიდანაც იდეალური გადაცემა გაუკეთა დუბლის ავტორ ციცხვაიას, თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ ციცხვაიამ შეაყოვნა დარტყმა და მისი დარტყმული ბურთი მცველმა კუთხურზე მოიგერია. 

კარგი შანსი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ ზაზა ნადირაძეს, თუმცა “მერანის” მცველებმა შესძლეს ხიფათის აცილება.

ყველაზე რეალური მომენტი “ჩიხურას” 85-ე წუთზე ჰქონდა, როცა ივანიშვილის კარგი პასის შემდგეგ ჯიღაური ურტყამდა ახლო დისტანციიდან, ამ ეპიზოდში მამალაძემ ნახტომში მოიგერია ბურთი.

მესამე გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა ასევე შეცვლაზე შემოსულ გიგა წურწუმიას, რომლის შორეულმა დარტყმამ მაქსიმე ქვილითაიას კარის ძელი შეაზანზარა.

საბოლოოდ, არაფერი შეცვლილა და მატჩი “მერანის” გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მარტვილელებმა ღირსეული 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში, რაც “ჩიხურას” მწვრთნელმა სოსო ფრუიძემაც აღნიშნა.

სოსო ფრუიძე: “ამ თამაშს, რომელიც დღეს ჩვენ ვითამაშეთ, გამართლება არა აქვს, დავუშვით ორი ბავშვური შეცდომა და მეტოქემაც არ გვაპატია.  გვქონდა მომენტებიც და შეიძლებოდა მატჩის გადარჩენაზე ფიქრი, მაგრამ “მერანმა” უფრო მეტი იბრძოლა და ღირსეულადაც გაიმარჯვა.”

შალვა ღონღაძე: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო, სანახაობრივი თამაშიც გამოვიდა, ბიჭებმა იბრძოლეს და შედეგიც სახეზეა, ვულოცავ მარტვილის “მერანის” ყველა გულშემატკივარს. “ჩიხურას” კი წარმატება მინდა ვუსურვო”.

 

სამტრედია. 27 სექტებერი. 16:00 "ე. მანჯგალაძე".

“მერანი” (მარტვილი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 2:0 (2:0)

“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე, ბოლქვაძე, შულაია (გეგია 76), წყაროზია (ჯღამაია 53), გეგეჭკორი, ჩიმაკაძე (წურწუმია83), ციცხვაია.

მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე.

“ჩიხურა”: ქვილითაია, ჭელიძე, ჯიღაური, ქიმაძე, სიხარულია (ივანიშვილი 54), კუჭუხიძე (მუმლაძე 56), კორიფაძე (ზ.ნადირაძე 66), ჩიკვაიაძე. კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: ციცხვაია (7), (38).

გაფრთხილება: მელიავა (25), დეკანოიძე (61), ნადირაძე (90+2)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

 

 

1.

დინამო თბ.

7

5

1

1

14:6

16

 

2.

სამტრედია

7

4

1

2

8:6

13

 

3.

სპარტაკი

7

4

1

2

6:6

13

 

4.

ტორპედო

7

3

3

1

8:5

12

 

5.

დილა

7

3

2

2

8:3

11

 

6.

ვიტ ჯორჯია

7

3

1

3

9:6

10

 

7.

დინამო ბთ.

7

3

1

3

8:8

10

 

8.

ჩიხურა

7

3

1

3

7:8

10

 

9.

მეტალურგი

7

2

3

2

9:8

9

 

10.

გურია

7

2

3

2

6:12

9

 

11.

ზესტაფონი

7

2

2

3

15:10

8

 

12.

სიონი

7

2

2

3

8:9

8

 

13.

მერანი

7

2

1

4

6:8

7

 

14.

კოლხეთი

7

2

1

4

6:10

7

 

15.

შუქურა

7

1

4

2

5:11

7

 

16.

ზუგდიდი

7

0

3

4

4:11

3

 

 

მეგოლეები: 

შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე  (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი)დათა ციცხვაია (მერანი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

 

ედემი ელერჯია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089218