პირველი წრის ბოლო შეხვედრა მარტვილის "მერანმა" თბილისის "დინამოს" წინაღმდეგ გამართა და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ კლასმა და გამოცდილებამ იმარჯვა.
საწყისი წუთები "მერანმა" აქტიურად დაიწყო და პირველი ხიფათი სწორედ მასპინძლებმა შექმნეს. მეორე წუთზე გეგეჭკორის დარტყმული ლორიამ მოიგერია. მეათეზე სტუმრებმა ჯაბა დვალის იერიშით უპასუხეს მასპინძლებს, ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.
პირველ ტაიმში "მერანს" ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, კუთხურიდან ბაბუნაშვილის ჩაწოდებული ბურთი "დინამოს" საჯარიმოში მარტოდ მყოფ გაბუნიას შეეძლო თავურით გაეტანა, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა.
ამის შემდეგ "დინამომ" თამაში უფრო გაამწვავა და ამან შედეგიც გამოიღო, ფლანგზე ციკოლიამ დაკარგა ბურთი, რაც კარგად გამოიყენეს სტუმრებმა, გამოცდილმა ლეგიონერმა ჩისკომ მერებაშვილს კარგი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მასპინძელთა მეკარე უშანსოდ დატოვა 0:1.
32-ე წუთზე "მერანს" ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ლორია აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. კონტრიერიში ბაბუნაშვილმა წამოიწყო, ზუსტი პასი გაუკეთა კუჭუხიძეს, რომელმაც მცველი ჩამოიტოვა და თითქოს გოლი უნდა გასულიყო, მაგრამ გიორგი ლორიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ტაიმის მიწურულს 45-ე წუთზე შეროზიამ შესძლო გუნდის გადარჩენა მან ჩისკოს არ გაატანინა.
პირველი ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ტაიმში "მერანმა" უფრო მწვავედ შეუტია. მასპინძელი გუნდის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად "დინამოს" ფაქტორისა და ანგარიშისა, მარტვლელები თამამად უტევდნენ მეტოქე გუნდის კარს.
50-ე წუთზე ბაბუნაშვილმა ციკოლია მოძებნა "დინამოს" საჯარიმოში, ციკოლიამ კარში კი დაარტყა, მაგრამ ამჯერადაც ლორია უშეცდომო იყოს.
61-ე წუთზე დვალს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა "მერანის" საჯარიმოში არსებული არეულობით სათანადოდ ვერ ისარგებლა და ბურთი მცირედით ააცილა ცარიელ კარს. მალე ისევ დვალს მართებდა გატანა, თუმცა ამჯერადაც შეროზიამ ითამაშა თავგანწირულად და ნახტომში მოიგერია ბურთი.
"დინამომ" 72-ე წუთზე მეორე ბურთი მაინც გაიტანა. შეცვლაზე შესულმა მარკო გლიშიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა მან მარცხენა დაბალ კუთხეში დაურტყა შეროზიას და ანგარიშიც 0:2 გახდა.
მეორე ტაიმის მიწურულს პატრიკ ვუომ ორი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა - პირველ შემთხვევაში "მერანის" მცველებმა ითამაშეს კარგად, მეორე ეპიზოდში კი ლეგიონერმა უხეიროდ დაარტყა.
როგორც აღვნიშნეთ, "დინამომ" კლასის და გამოცდილების ხარჯზე გაიმარჯვა. "მერანს" კი საკმაოდ რთულად აქვს საქმე სატურნირო ცხრილში და გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.
კახა ჩხეტიანი (“მერანი”): "ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, თამაშის ხარისხი შედარებით გამოსწორდა. სამუშაოა ჯერ კიდევ ბევრია და ვფიქრობ შევძლებთ რთული სიტუაციიდან გამოსვლას. პირველ ტაიმში ერთი შეცდომა დავუშვით, რაც მეტოქემ კარგად გამოიყენა”.
მალხაზ ჟვანია (“დინამო”): "თავიდანვე ვიცოდით, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა. "მერანთან"' თამაში ყოველთვის ძნელია, ყველაფერი გავაკეთეთ თამაშის მოსაგებად და დამსახურებლად გავიმარჯვეთ. მოწინააღმდეგე გუნდს წარმატებას ვუსურვებ”.
"მერანი" (მარტვილი) - "დინამო" (თბილისი) 0:2 (0:1)
სამტრედია. ე. მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი.
"მერანი" შეროზია, მელიავა, ღონღაძე, გაბუნია, ხუბუა, კერძევაძე, ფონიავა, გეგეჭკორი (ჯღამაია 79), ციკოლია (ხუბუა 71), ბაბუნაშვილი (აშორტია
83), კუჭუხიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
"დინამო": ლორია, კვარაცხელია, ხმალაძე, დვალი, მერებაშვილი (გლიშიჩი 71), ხურცილავა, პაპავა, კვირკველია, გოგა (სეთურიძე 83), ჩისკო (ვუო 80), გველესიანი.
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
გოლები: მერებაშვილი (24), გლიშიჩი (72)
გაფრთხილება: კერძევაძე (6), მელიავა (28), მერებაშვილი (28), ხურცილავა (35), დვალი (53), ხმალაძე (59)
მთავარი მსაჯი: აბდულ ბასჰლეჰლო
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 გიორგი რეხვიაშვილი (47), 1:1 გიორგი განუგრავა (80)
გაძევება: გიორგი რეხვიაშვილი (90)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 ლევან კუხალეიშვილი (6), 2:0 გიორგი ჯანელიძე (41), 3:0 ელგუჯა ლობჯანიძე (72), 4:0 ნოდარ იაშვილი (79), 5:0 ნიკა საიჭინავა (83)
სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 0:0
18 დეკემბერი
ზუგდიდი – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 შოთა ლომია (78)
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 გიორგი ადამია (პენ, 29)
| 1 | დინამო | 18 | 13 | 3 | 2 | 42:13 | 42 |
| 2 | ჩიხურა | 18 | 10 | 5 | 3 | 35:22 | 35 |
| 3 | დილა | 18 | 7 | 7 | 4 | 23:15 | 28 |
| 4 | გურია | 18 | 9 | 0 | 9 | 20:25 | 27 |
| 5 | სიონი | 18 | 7 | 6 | 5 | 22:19 | 27 |
| 6 | მეტალურგი | 18 | 7 | 5 | 6 | 23:23 | 26 |
| 7 | ზესტაფონი | 17 | 7 | 4 | 6 | 19:15 | 25 |
| 8 | ვიტ ჯორჯია | 18 | 7 | 4 | 7 | 25:23 | 25 |
| 9 | ტორპედო | 18 | 6 | 4 | 8 | 19:24 | 22 |
| 10 | სპარტაკი | 17 | 4 | 2 | 11 | 13:24 | 14 |
| 11 | ზუგდიდი | 18 | 3 | 5 | 10 | 8:24 | 14 |
| 12 | მერანი | 18 | 4 | 1 | 13 | 14:36 | 13 |
მეგოლეები:
12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)
8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)
ედემ ელერჯია







