თუ სასწაული არ მოხდა, ხვალიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ორჯერ გადადებულ რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, რომელსაც 14.00 საათიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზი უმასპინძლებს, ხმის უფლების მქონე დელეგატები არჩევანს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რიგგარეშე ყრილობა ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, რადგან ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ თანამდებობა დატოვა. მაშინ ყრილობა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების მომიზეზებით 26 ნოემბრისთვის გადაიდო.
გადადებულ არჩევნებს წინ დიდი შიდა დაპირისპირებები უძღვოდა. ძიუდოს სამყარო ორ ნაწილად გაიყო. ერთნი მხარს პრეზიდენტობის კანდიდატ მამუკა ხაბარელს უჭერდნენ, ხოლო მეორენი – მეორე კანდიდატს, დავით ხახალეიშვილს. უშუალოდ ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე კანდიდატურა ხახალეიშვილმაც მოხსნა და ხაბარელმაც, აქაოდა, ძიუდოს ოჯახისთვის ასე სჯობსო და იქვე ორივე დაპირისპირებული მხარისთვის მეტნაკლებად სასურველი კანდიდატიც დასახელდა – ვეტერანი ძიუდოისტი დავით ქევხიშვილი, რომელმაც ყრილობის დასრულებისთანავე დაადასტურა, რომ ძიუდოს ფედერაციაში საპრეზიდენტო განაცხადის შეტანას აპირებდა.
ქევხიშვილმა განაცხადი მალევე შეიტანა და ერთხანს თითქოს ყველაფერიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ერთსულოვანი არჩევნების მოლოდინი ახალი კანდიდატის – მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის თემურ ხუბულურის მიერ გამოთქმულმა პრეზიდენტობის სურვილმა შეწყვიტა.
განაცხადების წარმოსადგენად დაწესებული ვადის ბოლო დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ქევხიშვილის ყვარლის რაიონის გამგებლად დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. განაცხადების მიღების შეწყვეტამდე სულ ცოტა ხნით ადრე კი მორიგი მოულოდნელობა მოხდა – პრეზიდენტობის სურვილი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემაც გამოთქვა.
ამ სამ კანდიდატს შორის არჩევანს 47 დელეგატი გააკეთებს. აქვე მათი სიაც:
1. დავით ბერძენიშვილი – თბილისი
2. კახა ქურასბედიანი – თბილისი
3. გურამ მოდებაძე – თბილისი
4. შენგელი ფიცხელაური – თბილისი
5. ვარლამ კიბორძალიძე – იმერეთი
6. დავით თევდორაძე – იმერეთი
7. ავთანდილ თარგამაძე – იმერეთი
8. ზაზა მახათაძე – იმერეთი
9. მიხეილ სვიმონიშვილი – კახეთი
10. კახა წიკლაური – კახეთი
11. მამუკა მათიაშვილი – კახეთი
12. გელა დალაქიშვილი – კახეთი
13. ბორის გოგიჩაიშვილი – შიდა ქართლი
14. ანზორ თენაძე – შიდა ქართლი
15. მირზა ხაბარელი – შიდა ქართლი
16. მიშა ზაუტაშვილი – შიდა ქართლი
17. მამუკა ნავერიანი – ქვემო ქართლი
18. შერმადინ დადვანი – ქვემო ქართლი
19. იოსებ გირგვლიანი – ქვემო ქართლი
20. ბუხულა გარდაფხაძე – ქვემო ქართლი
21. ბადრი გახოკიძე – სამეგრელო-ზემო სვანეთი
22. გოგა ხერგიანი – სამეგრელო-ზემო სვანეთი
23. ბერდია გუგავა – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
24. ლევან ტვილდიანი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
25. რევაზ პაპუკაშვილი – მცხეთა-მთიანეთი
26. ოლეგ ზურაბიანი – მცხეთა-მთიანეთი
27. ნანი კირკიტაძე – აჭარა
28. ვახტანგ ზოიძე – აჭარა
29. ომარ მარგიანი – აფხაზეთი
30. დავით ოდიშვილი – სამხრეთ ოსეთი
31. დავით ჩიკაშუა – გურია
32. დემურ კევლიშვილი – სამცხე-ჯავახეთი
33. დავით ხახალეიშვილი – აღმასკომის წევრი
34. შოთა ხაბარელი – აღმასკომის წევრი
35. სოსო ლიპარტელიანი – აღმასკომის წევრი
36. თამაზ ნავერიანი – აღმასკომის წევრი
37. ვლადიმერ ნუცუბიძე – აღმასკომის წევრი
38. გურამ პაპიტაშვილი – აღმასკომის წევრი
39. გივი ონაშვილი – აღმასკომის წევრი
40. თამაზ ცოფურაშვილი – აღმასკომის წევრი
41. ელდარ ვარშალომიძე – აღმასკომის წევრი
42. გიორგი ასანიძე – აღმასკომის წევრი
43. დავით გობეჯიშვილი – აღმასკომის წევრი
44. ზურაბ ზვიადაური – ოლიმპიური ჩემპიონი
45. თემურ ხუბულური – მსოფლიოს ჩემპიონი
46. ამირან ტოტიკაშვილი – მსოფლიოს ჩემპიონი
47. ირაკლი ცირეკიძე – ოლიმპიური ჩემპიონი
ოთარ მაღლაკელიძე







