ჭიდაობა

1:04 | 14.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მესამე დღესაც სამეულს მიღმა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირი 66 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეებმა დააგვირგვინეს. სამდღიანი შეჯიბრის მესამე დღეს, სტამბოლურ ხალიჩაზე სამი ქართველიც გავიდა, მაგრამ ტურნირის მიმომხილველი ვებ-გვერდის მშრალი ინფორმაციით, კვარცხლბეკი მათ გარეშე შეივსო - ილია ხუციშვილი, კობა კაკალაძე (ორივე 66 კგ) და ბელდუხ გავაშელიშვილი (96 კგ) სამეულს მიღმა დარჩნენ.
ორივე წონაში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აზერბაიჯანელი მოჭიდავეები ავიდნენ. 66-ის ფინალში ზელიმხან ჰუსეინოვმა რუსი დიმიტრი შადრინი დაამარცხა, 96-ის გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ხეთაგ გაზიუმოვმა მასპინძელ ჰამზა კოსეოღლუს სძლია. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა თურქეთში ერთი მედალი მოიპოვა. 55 კილოგრამში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩემპიონი გახდა.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095024