ჭიდაობა

9:00 | 27.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მესამე მედალი ბურგასიდან

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს – 26 თებერვალს, ხალიჩაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი გავიდა და ერთმა კვარცხლბეკზე ასვლაც შეძლო - დიმიტრი ჯავახიშვილმა (120 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 ქართველმა მძიმეწონოსანმა ძირითად ბადეში ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა. მომავალ ვერცხლის პრიზიორთან, თურქ ნიგარ ბაირამთან წაგების შემდეგ, რეპეშაჟის ნახევარფინალში მოლდოველი ანატოლი მოლდოვანი დაამარცხა. “ბრინჯაოს ფინალში” კი, ბულგარელ მილოსლავ მეტოდიევს აჯობა. ვლადიმერ გეგეშიძემაც (84 კგ) პირველივე შეხვედრის წაგებით დაკარგა ოქრო-ვერცხლის შანსი, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინალში ვერც მისმა მომგებმა – ამერიკელმა მაიერს ცეიმ გააღწია, მესამე ადგილისკენ მიმავალი გზაც ჩაეკეტა.
დღეს მედლები ორ დარჩენილ წონაში - 55 და 66 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი ლაშა გოგიტაძე (55 კგ), არჩილ თურმანიძე და ანტონ მამაგეიშვილი (ორივე 66 კგ) იჭიდავებენ.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133845