ძიუდო

1:51 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ვერცხლი

მაიამიში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლოს ჩემპიონატზე, სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. კობა მჭედლიშვილის (66 კგ) ოქროს და რობინზონ ბეგლარაშვილისა (50 კგ) და მარიამ ჯანაშვილის (52 კგ) ვერცხლებს ტურნირის მესამე დღეს თამაზ კირაკოზაშვილმა  (73 კგ) კიდევ ერთი ვერცხლი მიამატა.

ახლახან ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქართველი ფინალისტი ამერიკულ ტატამზე სულ ექვსჯერ გავიდა. შეჯიბრება უკრაინის სახელით მოჭიდავე რეზო მესაბლიშვილთან შეხვედრით და ორწუთნახევარში მოგებით გახსნა. ვენესუელელი ხესუს რივასი სულაც 47 წამში ჩამოიცილა. ფინელ ოსკარ ტვაურს სამ წუთში მოუგო. ჰოლანდიელ კევინ ბაკერთან ვაზარითა და ორი იუიკოთი იმარჯვა, ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რუსლან გოდიზოვს იპონით გასცდა და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც რუსეთის გუნდის კიდევ ერთ წარმომადგენელ ზაურ რამაზანოვთან ოქროს დროში დაკარგა მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი.

10 აგვისტოს საქმეში იესო კვირიკაშვილი (81 კგ) და ხატია ჯანაშვილიც (63 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ შეჯიბრებას ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. კვირიკაშვილმა ყირგიზი ელამან აბდიკერიმოვის ძლევის შემდეგ, რუსეთის ნაკრების წევრ ტურპალ ტეპკაევთან ვეღარაფერი გააწყო. ჯანაშვილმა კი კოლუმბიელი ბრიგიტ კარაბალის წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს – 11 აგვისტოს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა ბოლო ორ-ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების სახელით კი კიმონოს მხოლოდ დავით რამაზაშვილი (90 კგ) მოირგებს.

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156639