ფეხბურთი

1:53 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მფრინავმა ვირებმა“ „რომა“ უქულოდ დატოვეს

სერია A-ს 36-ე ტური სენსაციით დაიწყო. ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლი „რომა“ უმოტივაციო „კიევოს“ მასპინძლობდა. სერია A-ს ეგიდით, საკუთარ კედლებში ჩატარებულ ბოლო 37 მატჩში, „რომა“ გოლის გატანას ყოველთვის ახერხებდა. ამას ემატებოდა ის, რომ გუნდებს შორის, იტალიის დედაქალაქში ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში, „ჯალოროსი“ გოლს არ უშვებდა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, „რომა“ ფავორიტი იყო, მაგრამ აურელიო ანდრეაცოლის შეგირდები მაინც უქულოდ დარჩნენ.

თამაში მასპინძელი გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა დედაქალაქებები საგოლე მომენტების ხშირად შექმნას ვერ ახერხებდნენ. მე-2 ტაიმის დასაწყისში, „ჯალოროსი,“ 2 მომენტი შექმნა, მაგრამ სტუმართა კარი ჯერ ძელმა იხსნა, ხოლო შემდეგ პუჯონმა.

მატჩის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გავიდა. მარცხენა ფლანგიდან დრამეს ჩაწოდების შემდეგ, შორეულ ძელთან მყოფმა ტერომ ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.

ამ თამაშის შემდეგ, „რომას“ სატურნირო მდგომარეობა არ შეცვლილა - დედაქალაქელები კვლავ მე-5 ადგილს იკავებენ. თუმცა, ტურის დარჩენილი შეხვედრები წინაა და არსებობს იმის არცთუ მცირე შანსი, რომ ანდრეაცოლის გუნდს „უდინეზემ“ გადაასწროს.

 

რომა-კიევო 0:1 (0:0)

რომი, “ოლიმპიკო

რომა (3-4-1-1): ლობონტი, მარკინიოსი, ბურდისო, კასტანი, პირისი (ფლორენცი 55), დე როსი, პიანიჩი (ლამელა 72), დოდო, ტოტი, ოსვალდო, დესტრო (ბრედლი 77).

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.

კიევო (5-3-2): პუჯონი, ფრეი (სარდო 68), ანდრეოლი, დაინელი, პაპი, დრამე, ლუსიანო (სეიმური 72), კოფიე, ჰეტემაი, ტერო, სტოიანი (ვაჩეკი 82).

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

გოლი: 0:1 ტერო (90).

გაფრთხილებები: პირისი 24 - ლუსიანო 32, სტოიანი 42, პაპი 45.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 8 (4)-7 (4), კუთხური: 18-2, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-4, ჯარიმა: 11-15.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09034