ფეხბურთი

1:47 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მილანელები საქმეს ირთულებენ

თუ „მილანს“ მე-2 ადგილზე გასვლის სერიოზული შანსების შენარჩუნება სურდა, „როსონერის“ უშუალო კონკურენტი „ნაპოლი“ აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, მაგრამ „ჯუზეპე მეაცაზე“ გამართულ მატჩში, მასპინძლებმა 3 ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს.

შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში, სამწუთიან მონაკვეთში გავიდა. 30-ე წუთზე, მილანელების ძალიან კარგი კომბინაციის შემდეგ, დაახლოებით 20 მეტრიდან დარტყმით, ანგარიში ფლამინიმ გახსნა. მასპინძელთა სიხარულმა მცირე ხანს გასტანა. 33-ე წუთზე, ჰამშიკის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა პანდევმა ის გოლი გაიტანა, რომელმაც ნეაპოლელებს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

გათამაშების დასრულებამდე 6 ტურით ადრე, „ნაპოლი“ „მილანს“ 4 ქულით უსწრებს, ხოლო ერთ კვირაში, საკადრო პრობლემებით დახუნძლული „მილანი“ „იუვენტუსს“ ეწვევა.

„მილანზე“ უფრო ცუდად მისდის საქმეები „ინტერს“, რომელიც ევროტურნირების მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშე დგას. „ნერაძურის“ საკადრო პრობლემები შედეგებზეც აისახა - ანდრეა სტრამაჩონის გუნდმა, ბოლო 5 თამაშიდან მე-4 წააგო.

დიეგო მილიტოს, როდრიგო პალასიოსა და ანტონიო კასანოს არყოფნაში, სტრამაჩონის განკარგულებაში მყოფი ერთადერთი ჯანმრთელი თავდამსხმელი ტომაზო როკია, რომელსაც ბევრი სათამაშო დრო ნამდვილად არ აქვს. თუ წინა ტურში, 35 წლის შემტევმა მწვრთნელის იმედები გაამართლა და გოლი გაიტანა, ამჯერად, ისიც ვერაფერს გახდა. „კალიარისთან“ გამართულ შეხვედრაში, „ინტერმა“ 2 უპასუხო ბურთი გაუშვა და ორივე პინილიას ანგარიშზეა. მოედანზე 57-ე წუთზე შესულმა ფეხბურთელმა ანგარიში 63-ე წუთზე, თერთმემეტრიანი დარტყმით გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე, მან კაბრერას გადაცემით ისარგებლა. ცნობისთვის, „კალიარი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც სერია A-ს კვირის მატჩში საკუთარ კედლებში იმარჯვა.

„ინტერის“ მიერ ქულების კვლავ დაკარგვით ისარგებლა „რომამ“, რომელმაც ორტურიანი შესვენების შემდეგ იმარჯვა. აურელიო ანდრეაცოლის შეგირდები „ტორინოს“ ეწვივნენ და დაწინაურება 2-ჯერ მოახერხეს. 22-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ბალძარეტის ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით, ანგარიში ოსვალდომ გახსნა. ტურინელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. 31-ე წუთზე, ბიანკიმ მეტოქის საჯარიმოში გამართული საჰაერო ბრძოლა მოიგო და მეკარესთან პირისპირ გასულმა საყაიმო ანგარიში დააფიქსირა. „რომამ“ წინ მეორედ გასვლა თამაშის განახლებიდან 15 წუთში, ძალიან ლამაზი გოლით მოახერხა. ერიკ ლამელამ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, რასაც არგენტინელის ცენტრისკენ დაძვრა და საჯარიმოს წინა ხაზიდან ბრწყინვალე ტრაექტორიით დაარტყმა მოჰყვა. შეხვედრის მიწურულს, „რომა“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, მაგრამ ტურინელებმა ამით ვერ ისარგებლეს და ზედიზედ მე-2 საშინაო თამაში წააგეს.

2007 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ გენუურმა დერბიმ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. რიგით 88-ე „დერბი დელა ლანტერნას“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ნომინალური მასპინძლებისთვის ჰქონდა - „ჯენოა“ სერია A-ში დარჩენისთვის იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ „სამპდორიამ“ მატჩი 10 კაცით დაამთავრა, დავიდე ბალარდინის შეგირდებმა მოგება მაინც ვერ მოახერხეს. ანგარიში 28-ე წუთზე, სტუმრებმა გახსნეს. ედერმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. მე-80 წუთზე, უკვე 10 კაცით მოთამაშე „სამპდორიას“ კარში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა. მარჯვენა ფლანგზე, საჯარიმოს გარეთ მყოფმა მათუსალემმა, ბურთის მეკარისთვის თავზე გადაგდებით, მას ადგილი შორეულ ზედა კუთხეში მიუჩინა.

დისკვალიფიცირებული ლიდერის, ანტონიო დი ნატალეს გარეშე მოიგო „უდინეზემ“, რომლისთვისაც ეს გამარჯვება ზედიზედ მე-2 იყო. „პარმასთან“ გასვლით შეხვედრაში, უდინელთა ლიდერობა მურიელმა იკისრა, რომელმაც პირველი ტაიმში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. შესვენების შემდეგ, ერთიც პერეირამ გაიტანა და „უდინეზემ“ 3:0 იმარჯვა.

ზედიზედ 2 მოგების შემდეგ, ქულები კურიოზული გოლის გაშვებით დაკარგა „პალერმომ“. „ბოლონიასთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში, სიცილიელები მე-5 წუთზე, ილიჩიჩის მიერ შორეული და ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. ათიოდ წუთში, სორენტინომ საკუთარ საჯარიმოში ძალიან ცუდად ითამაშა - მასპინძელთა კიპერი ბურთს აცდა, რის შედეგადაც, ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო დარჩენილმა გაბიადინიმ ქულების გამყოფი გოლი გაიტანა.

 

პალერმო-ბოლონია 1:1 (1:1)

პალერმო, “რენცო ბარბერა” 17000

პალერმო (3-5-2): სორენტინო, ფონ ბერგენი, დონატი, არონიკა, მორგანელა, ბარეტო, არევალო რიოსი (ერნანდესი 82), კურტიჩი, გარსია, ილიჩიჩი (დიბალა 55), მიკოლი (ბოზელი 87).

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.

ბოლონია (4-3-1-2): კურჩი, გარიკსი, ანტონსონი, ჩერუბინი, მორლეო, კონე (გუარენტე 38), კრინი, ტაიდერი, ხრისტოდულოპულოსი (პასკუატო 64), გაბიადინი (სორენსენი 71), ჯილარდინო.

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (5), 1:1 გაბიადინი (17).

გაფრთხილებები: მორგანელა 26, ილიჩიჩი 30, დონატი 90+2, არონიკა 90+5 - კონე 29, გარიკსი 49, ხრიტოსულოპულოსი 62, გუარენტე 90+4.

მსაჯი: დანიელე დოვერი.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 10 (7)-5 (2), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 1-0, სეივი: 1-5, ჯარიმა: 16-15.

 

კიევო-კატანია 0:0

ვერონა, “ანტონიო ბენტეგოდი” 10000

კიევო (5-3-2): პუჯონი, ფრეი, ანდრეოლი, დაინელი, სეზარი, დრამე (სარდო 65), კოფიე, რიგონი (გუანა 82), ჰეტემაი, ტერო (სამასა 59), პელისიე.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

კატანია (4-3-3): ანდუხარი, ალვარესი, ბელუსკი, სპოლი, მარკეზე, ისკო, ლოდი (კასტრო 75), ბიაჯანტი (ალმირონი 88), ბარიენტოსი, ბერგესიო, გომესი.

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

გაფრთხილებები: სამასა 72 - ბელუსკი 23, ისკო 81.

მსაჯი: პიერო ჯაკომელი.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 8 (5)-6 (2), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 4-3, სეივი: 2-5, ჯარიმა: 15-22.

 

კალიარი-ინტერი 2:0 (0:0)

კალიარი, “ის არენასი” 10000

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ, დესენა (პინილია 57), კონტი, ეკდალი (კაზარინი 86), კოსუ (კაბრერა 7), რიბეირუ, იბარბო.

მწვრთნელი: ივო პულგა.

ინტერი (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი, ძანეტი, სილვესტრე, ჟეზუსი, პერეირა, გარგანო (კუზმანოვიჩი 53), კოვაჩიჩი, კამბიასო (ნაგატომო 67/სამუელი 75), ალვარესი, გუარინი, როკი.

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.

გოლები: 1:0 პინილია (63, პენ), 2:0 პინილია (77).

გაფრთხილებები: კონტი 32, მურუ 72, პინილია 79 - ჟეზუსი 9, პერეირა 45, სილვესტრე 63.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 9 (5)-15 (7), კუთხური: 2-10, თამაშგარე: 2-2, სეივი: 6-2, ჯარიმა: 10-14.

 

ტორინო-რომა 1:2 (1:1)

ტურინი, “ოლიმპიკო” 15000

ტორინო (4-4-2): ჟილე, დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მასიელო, ჩერჩი, ვივესი, გაცი, სანტანა (დ’ამბროზიო 67), ბიანკი (ჟონათასი 76), მეჯორინი (ბარეტო 67).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

რომა (4-3-3): სტეკელებურგი, პირისი, ბურდისო, კასტანი, ბალძარეტი, პეროტა (მარკინიო 77), პიანიჩი (ტოტი 54), ბრედლი, ლამელა, ოსვალდო, დოდო (ფლორენცი 63).

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.

გოლები: 0:1 ოსვალდო (22), 1:1 ბიანკი (31), 1:2 ლამელა (60).

გაფრთხილებები: ბიანკი 32, გაცი 35, ვივესი 77 - ბურდისო 27, ბალძარეტი 37, ბრედლი 83.

გაძევება: ბალძარეტი 82.

მსაჯი: ანდრეა რომეო.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 10 (5)-6 (4), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 6-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 9-14.

 

ჯენოა-სამპდორია 1:1 (0:1)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 19000

ჯენოა (3-5-2): ფრეი, გრანქვისტი, პორტანოვა, მანფრედინი, პიზანო (ვარგასი 46), კუცკა, მათუსალემი, ანტონელი, მორეტი (რიგონი 81), იმობილე (ფლორო ფლორესი 60), ბორიელო.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

სამპდორია (3-5-2): რომერო, გასტალდელო, პალომბო, კოშტა, დე სილვესტრი, ობიანგი, კრსტიჩიჩი (მუნარი 17), პოლი, ესტიგარიბია (მუსტაფი 81), ედერი (სანსონე 51), იკარდი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

გოლები: 0:1 ედერი (28), 1:1 მათუსალემი (80).

გაფრთხილებები: მათუსალემი 12, გრანქვისტი 57, მორეტი 58, ვარგასი 87, ბორიელო 90+2 - დე სილვესტრი 26, კოშტა 57, პალომბო 75, მუნარი 86.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 5 (2)-2 (1), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 4-2, სეივი: 0-1, ჯარიმა: 20-15.

 

პარმა-უდინეზე 0:3 (0:2)

პარმა, “ენიო ტარდინი” 13000

პარმა (3-5-2): მირანტე, სანტაკროცე (ბელფოდილი 52), პალეტა, ლუკარელი, ბიაბიანი (ნინისი 63), მარკიონი, ვალდესი (გალოპა 76), როზი, გობი, ამაური, სანსონე.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

უდინეზე (3-4-3): ბრკიჩი, ორტო, დანილო, დომიცი, ბასტა, ალანი, ლაცარი, სილვა, პერეირა, მურიელი (რანეგიე 79), ზილინსკი (ბადუ 70).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლები: 0:1 მურიელი (12), 0:2 მურიელი (43), 0:3 პერეირა (62).

გაფრთხილებები: პალეტა 29 - მურიელი 37.

მსაჯი: ფილიპო მერკიორი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (3)-8 (6), კუთხური: 9-1, თამაშგარე: 1-4, სეივი: 3-3, ჯარიმა: 21-15.

 

მილანი-ნაპოლი 1:1 (1:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა

მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე (დე შილიო 86), საპატა, მექსე, კონსტანტი, ფლამინი, მონტოლივო, მუნტარი, ბოატენგი (ნიანგი 36), პაცინი, რობინიო (ელ შაარავი 74).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი, კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი, მაჯო (კალაიო 82), ჯემაილი, ბეჰრამი, ზუნიგა, ჰამშიკი (არმერო 69), პანდევი (ინსინიე 67), კავანი.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: 1:0 ფლამინი (30), 1:1 პანდევი (33).

გაფრთხილებები: პაცინი 84, მექსე 89 - დე სანკტისი 65, მაჯო 72, კავანი 75, ბრიტოსი 87, კამპანიარო 89.

გაძევება: ფლამინი 72.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 13 (5)-10 (5), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 0-3, სეივი: 4-4, ჯარიმა: 19-11.

0.093015