სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:18 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ ათამაშდა

სერია A-ს ოთხ მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღების შემდეგ, „მილანმა“ ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო, კვლავ მშრალად და ამჯერადაც ერთზე მეტი ბურთის სხვაობით.

კლარენს ზეედორფის გუნდმა სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლ „კიევოს“ უმასპინძლა და მეტოქეს 3 უპაუხო ბურთი გაუტანა. მილანელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე, ადილ რამიმ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და ბალოტელიმ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. 27-ე წუთზე, იმავე ფლანგიდან საჯარიმოში უკვე კეისუკე ჰონდამ ჩააწოდა და ბალოტელის მაგივრობა კაკამ გასწია. ბრაზილიელმა შემტევმა, მე-2 ტაიმის დასაწყისში, თავი ლამაზი გოლით გამოიჩინა და დუბლი გაიფორმა. კაკამ ბურთი მარცხენა ფლანგზე, საჯარიმოს კუთხესთან მიიღო და მას ადგილი მეკარისგან შორეულ ზედა კუთხეში მიუჩინა.

შეხვედრის მიწურულს „კიევოს“ ერთი ბურთის გაქვითვის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ტერომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან არაზუსტად დაარტყა.

შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს „ატალანტა“, რომელმაც ზედიზედ მე-6 თამაში მოიგო. ბერგამოელები 3 ქულის აღებას მეკარეს, ანდრეა კონსილის უნდა უმადლოდნენ, რომელმაც „ბოლონიასთან“ გამართულ მატჩში ბურთი 11-ჯერ მოიგერია. უნდა აღინიშნოს 22 წლის შემტევის, ჯუზეპე დე ლუკას ბოლოდროინდელი პროგრესიც. ფეხბურთელმა, რომელსაც პირველ 29 ტურში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, ბოლო ორ შეხვედრაში თავი 2 შედეგიანი დარტყმითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „ბოლონიასთან“ მატჩში, მან ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, ხოლო ოთხ წუთში ესტიგარიბიას გაატანინა.

 

ბოლონია-ატალანტა 0:2 (0:2)

ბოლონია, “რენატო დალ არა” 21000

ბოლონია (4-4-2): კურჩი, გარიკსი, ანტონსონი, ნატალი, ჩერუბინი, კრესპო (კრისტალდო 46), პერესი (იბსონი 46), კრინი, ხრისტოდულოპულოსი, მოსკარდელი, აკვაფრესკა (ბიანკი 64).

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

ატალანტა (4-4-2): კონსილი, ნიკა, სტენდარდო, ლუჩინი, დელ გროსო, ესტიგარიბია, ბაზელი (ჩიგარინი 72), კარმონა, ბონავენტურა (რაიმონდი 82), დე ლუკა, დენისი (ლივაია 67).

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლები: 0:1 დე ლუკა (22), 0:2 ესტიგარიბია (26).

გაფრთხილებები: აკვაფრესკა 18, მოსკარდელი 90 - სტენდარდო 3, ლივაია 70.

მსაჯი: პაოლო ვალერი.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 23 (11)-4 (3), კუთხური: 10-0, თამაშგარე: 1-0, სეივი: 1-11, ჯარიმა: 16-14.

 

მილანი-კიევო 3:0 (2:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 41000

მილანი (4-2-3-1): აბიატი, ბონერა, ძაკარდო, რამი, ემანუელსონი, დე იონგი (პოლი 60), მუნტარი (ესიენი 45), ჰონდა, კაკა (რობინიო 74), ტაარაბტი, ბალოტელი.

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

კიევო (3-4-1-2): აგაცი, ფრეი, ბერნარდინი, დაინელი, სარდო, ჰეტემაი (გუარენტე 77), რადოვანოვიჩი, დრამე (სეზარი 68), ბენტივოლიო, ობინა (ტერო 63), პალოსკი.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

გოლები: 1:0 ბალოტელი (4), 2:0 კაკა (27), 3:0 კაკა (54).

მსაჯი: პიერო ჯაკომელი.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 17 (5)-8 (1), კუთხური: 11-4, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-2, ჯარიმა: 16-11.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171489