ფეხბურთი

1:01 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ ევროსაგზურისთვის ბრძოლაში ერთვება

„მილანმა“, მიმდინარე სეზონში პირველად, ზედიზედ 3 თამაში მოიგო. გენუაში 3 ქულის აღების წყალობით, კლარენს ზეედორფის გუნდი ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთო. გათამაშების დასრულებამდე 6 ტურით ადრე, „მილანი“ ევროზონას 5 ქულით ჩამორჩება.

„ჯენოასთან“ გამართული თამაშის გმირად ადელ ტაარაბტი მოგვევლინა. მაროკოელმა ფეხბურთელმა, მე-20 წუთზე, საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. მე-2 ტაიმის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში, ჰონდამ ტაარაბტის გადაცემა მიიღო, ერთი მეტოქე მოატყუა და მეკარესთან პირისპირ გასულმა სერია A-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ტურნირის ისტორიაში პირველია, რომელშიც ორივე მილანური გუნდის მხრიდან გოლი იაპონელმა ფეხბურთელმა გაიტანა. „ინტერის“ განაპირა მცველს, იუტო ნაგატომოს 32-ე ტურში კეისუკე ჰონდა შეუერთდა.

„ჯენოა“ ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად არ დანებდა. გენუელებმა ერთი გოლი 73-ე წუთზე გაქვითეს, როდესაც მოტას დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ აბიატის და კარში ამის შემდეგ აღმოჩნდა. გასპერინის შეგირდებს გატანის შანსი კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ხან სტუმართა კიპერი თამაშობდა კარგად, ხანაც მცველები.

წინა ტურში მარცხის შემდეგ, კვლავ მოიგო „იუვენტუსმა“, რომელმაც „რომასთან“ 8-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ტურინელებმა სტუმარ „ლივორნოს“ საქმე სამწუთიან მონაკვეთში მოუმთავრეს, როდესაც მეტოქის კარი 2-ჯერ აიღეს. თავი ორივე შემთხვევაში ფერნანდო ლიორენტემ გამოიჩინა. ბასკმა თავდამსხმელმა, 32-ე წუთზე, ტევესის გადაცემა კარგად მიიღო, შემობრუნება მოახერხა და საგოლედაც დაარტყა. 3 წუთში, პირლომ კუთხური მოაწოდა და ლიორენტემ უკვე თავით დაარტყა, რასაც ბარდის შეცდომა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა. ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, “იუვენტუსმა“ თავით 10 გოლი გაიტანა და აქედან 7 ლიორენტეს ანგარიშზეა.

 

იუვენტუსი-ლივორნო 2:0 (2:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, პირლო, ლიხტშტაინერი, პოგბა (პადოინი 84), მარკიზიო, ასამოა, ლიორენტე (ვუჩინიჩი 77), ტევესი (ჯოვინკო 66).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, ვალენტინი, კოდა, კასტელინი, ბიაჯანტი (მოსკერა 74), ჩეკერინი (პიჩინი 59), ბენასი, დუნკანი, მესბა, სილიგარდი, ემეგარა (ბელფოდილი 64).

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.

გოლები: 1:0 ლიორენტე (32), 2:0 ლიორენტე (35).

გაფრთხილებ: კასტელინი 28.

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.

ბურთის ფლობა: 72%-28%, დარტყმა: 17 (4)-8 (3), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 12-8.

 

ჯენოა-მილანი 1:2 (0:1)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი

ჯენოა (3-4-3): პერინი, ბურდისო, დე მაიო, მარკეზე, მოტა, ბერტოლაჩი, სტურარო, ანტონელი (კოფიე 84), ფეტფაციდისი (კალაიო 82), ჯილარდინო, სკული (სენტურიონი 69).

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

მილანი (4-2-3-1): აბიატი, ბონერა, მექსე, რამი, კონსტანტი, დე იონგი, მონტოლივო, ჰონდა, კაკა (პოლი 89), ტაარაბტი (ბირსა 83), პაცინი (ბალოტელი 74).

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

გოლები: 0:1 ტაარაბტი (20), 0:2 ჰონდა (56), 1:2 აბიატი (73, ს.კ.).

გაფრთხილებები: სკული 28 - აბიატი 88.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 20 (5)-5 (3), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 2-4, სეივი: 1-4, ჯარიმა: 17-16.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.080098