სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:37 | 11.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ და „ინტერმა“ როლები გაცვალეს

სერია A-ს 23-ე ტური ლიდერი გუნდებისთვის არცთუ წარმატებული გამოდგა. მოწინავე ექვსეულიდან მოგება მხოლოდ „იუვენტუსმა“ და „ინტერმა“ მოახერხეს. უკანასკნელმა მათგანმა, „კიევოს“ ძლევით, 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მილანში გამართულ შეხვედრაში, ანგარიში მე-2 ქუთზე გაიხსნა. კასანომ კუთხური მოაწოდა, მოგერიებულ ბურთს მარჯვენა ფლანგზე თავად დახვდა და კიდევ ერთხელ ჩააწოდა, მაგრამ მეკარის შეცდომის გამო, იგი გოლის ავტორი გახდა. 21-ე წუთზე, რიგონიმ, თავური დარტყმით, ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მალევე, კასანოს კიდევ ერთ კუთხურს რანოკიას ზუსტი დარტყმა მოჰყვა და წინ კვლავ „ინტერი“ გავიდა. მე-2 ტაიმის დაწყებიდან 5 წუთი იყო გასული, როდესაც დაახლოებით 16 მეტრიდან დარტყმით, დიეგო მილიტომ, „ინტერის“ მაისურით, სერია A-ში, თავისი მე-60 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, 21-ე საუკუნეში, მილანელთა რიგებში, მასზე მეტჯერ თავის გამოჩენა მხოლოდ კრისტიან ვიერიმ მოახერხა, რომლის ანგარიშზეც 96 გოლია.

„ინტერისგან“ საპირისპიროდ, ზედიზედ 3 მოგების შემდეგ, ქულები დაკარგა „მილანმა“, რომელიც თავისთვის არცთუ რთულ მეტოქეს, „კალიარის“ ეწვია. ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ გუნდებს შორის კალიარიში გამართული შეხვედრებიდან, მასპინძლებს მოგებული მხოლოდ 1 ჰქონდათ, ისიც 1998 წელს. მას შემდეგ ჩატარებული 9 თამაშიდან „მილანს“ 6 ჰქონდა მოგებული. თუმცა, ამჯერად, „როსონერის“ ფეხი დაუცდა. მასპინძლებმა ანგარიში 45-ე წუთზე გახსნეს. კონტის გადაცემის შემდეგ, კარისკენ ზურგით მდგომმა იბარბომ თავით ზუსტად დაარტყა. 81-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში ბალოტელის წაქცევის გამო, ასტორი მე-2 ყვითელი ბარათით, ხოლო მისი გუნდი თერთმეტმეტრიანით დაისაჯა. ბალოტელიმ თავად დაარტყა და „მილანის“ მაისურით ჩატარებულ მე-2 შეხვედრაში მე-3 ბურთი გაიტანა, მაგრამ ამჯერად, მისმა გოლმა გუნდს მხოლოდ ქულა მოუტანა.

მწვრთნელის გამოცვლამ ვერ უშველა „რომას“, რომელიც „სამპდორიასთან“ დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 56-ე წუთზე, ესტიგარიბიას ზუსტი დარტყმით გაიხსნა. 71-ედან 77-ე წუთის ჩათვლით, ყოველი მე-2 წუთი ძალიან საინტერესო იყო. ჯერ ოსვალდომ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა, შემდეგ სანსონემ მასპინძლების უპირატესობა გაზარდა, ლამელამ ერთი ბურთი გაქვითა და იკარდიმ შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ცხრილის ქვედა შვიდ საფეხურზე მყოფმა გუნდმა თავისი თამაში ფრედ დაასრულა. მათ შორისაა „პესკარაც“, რომელმაც ბოლო ხუთ მატჩში პირველი ქულა მოიპოვა.

 

პარმა-ჯენოა 0:0

პარმა, “ენიო ტარდინი 14000

პარმა (3-5-2): პავარინი, ბენალუანე (კოდა 61), პალეტა, ლუკარელი, ბიაბიანი, მარიგა (ნინისი 7), ვალდესი, პაროლო, გობი (მესბა 78), ბელფოდილი, ამაური.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

ჯენოა (3-5-2): ფრეი, გრანქვისტი, პორტანოვა, მანფრედინი, პიზანო, კუცკა, მათუსალემი, რიგონი (ვარგასი 67), ანტონელი, ბერტოლაჩი (ოლივერა 88), ბორიელო (იმობილე 85).

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გაფრთხილებები: ბენალუანე 21, ვალდესი 45+2 - ანტონელი 32.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 13 (4)-10 (5), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-6, სეივი: 3-6, ჯარიმა: 27-15.

 

ატალანტა-კატანია 0:0

ბერგამო, “ატლეტი აძური 14000

ატალანტა (4-3-2-1): კონსილი, სკალონი, სტენდარდო, კანინი, დელ გროსო, ჯორჯი, კარმონა (კაცოლა 63), ბიონდინი (რადოვანოვიჩი 73), ბრიენცა, ბონავენტურა, დენისი (ლივაია 82).

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

კატანია (4-2-3-1): ანდუხარი, ალვარესი, ბელუსკი, სპოლი, კაპუანო (მარკეზე 22), ისკო, ლოდი, ბარიენტოსი, კასტრო, გომესი (ბიაჯანტი 80), ბერგესიო.

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

გაფრთხილებები: სკალონი 33, დელ გროსო 41, ბონავენტურა 52, ბიონდინი 72, ლივაია 90 - ბერგესიო 41, ალვარესი 67, კასტრო 90+1.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9 (3)-7 (4), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 0-2, სეივი: 5-5, ჯარიმა: 18-23.

 

კალიარი-მილანი 1:1 (1:0)

კალიარი, “ის არენასი 9500

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ (არიაუდო 70), დესენა, კონტი, ეკდალი, რიბეირო (კოსუ 56), საუ (პინილია 76), იბარბო.

მწვრთნელი: ივო პულგა.

მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, მექსე, საპატა, დე შილიო, ფლამინი, ამბროზინი (ბოიანი 65), მუნტარი, ნიანგი (რობინიო 80), ბალოტელი, ელ შაარავი (ბოატენგი 60).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 1:0 იბარბო (45), 1:1 ბალოტელი (82, პენ).

გაფრთხილებები: მურუ 47, კონტი 51, ასტორი 67, დესენა 68 - ნიანგი 38, მექსე 45, ამბროზინი 63.

გაძევება: ასტორი 81.

მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო.

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 8 (2)-12 (8), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 0-3, სეივი: 7-1, ჯარიმა: 16-15.

 

პალერმო-პესკარა 1:1 (0:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა 18000

პალერმო (3-5-2): სორენტინო, მუნიოსი, ფონ ბერგენი, არონიკა, ნელსონი (ფორმიკა 83), ბარეტო, დონატი (კურტიჩი 76), არევალო რიოსი, დოსენა, დიბალა (ბოზელი 57), ფაბრინი.

მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი.

პესკარა (4-3-3): პერინი, ძანონი, არსე, კოშიჩი (ძაური 46), ბოკეტი, ბლაზი (კასკიონე 79), დ’აგოსტინო, რიცო, კაპრარი (ბიარნასონი 66), კარალიო, ჩელიკი.

მწვრთნელი: კრისტიანო ბერგოდი.

გოლები: 0:1 ბიარნასონი (73), 1:1 ფაბრინი (80).

გაფრთხილებები: ბარეტო 87 - რიცო 11, ბლაზი 18.

მსაჯი: მასიმილიანო ირატი.

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 11 (3)-9 (4), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 12-15.

 

სამპდორია-რომა 3:1 (0:0)

ჯენოა, “ლუიჯი ფერარისი 23000

სამპდორია (3-5-2): რომერო, გასტალდელო, როსინი, კოშტა, დე სილვესტრი, პოლი, კრსტიჩიჩი, ობიანგი, ესტიგარიბია (პოულსენი 86), სორიანო (სანსონე 46), იკარდი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

რომა (3-4-1-2): სტეკელენბურგი, მარკინიოსი, ბურდისო, კასტანი (დოდო 75), ლამელა, ბრედლი (ფლორენცი 67), დე როსი, მარკინიო (ლოპესი 87), პიანიჩი, ოსვალდო, ტოტი.

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.

გოლები: 1:0 ესტიგარიბია (56), 2:0 სანსონე (73), 2:1 ლამელა (75), 3:1 იკარდი (77).

71-ე წუთზე, ოსვალდომ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: გასტალდელო 69 - დე როსი 42, ბურდისო 70.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 7 (5)-11 (6), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 1-4, სეივი: 4-2, ჯარიმა: 3-8.

 

ბოლონია-სიენა 1:1 (1:1)

ბოლონია, “რენატო დალ არა 20000

ბოლონია (3-4-1-2): კურჩი, ანტონსონი, სორენსენი, ჩერუბინი, მოტა (გაბიადინი 46), პერესი, ტაიდერი, მორლეო, დიამანტი (მოსკარდელი 88), ჯილარდინო, კონე (გარიკსი 81).

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

სიენა (3-4-1-2): პეგოლო, ტეიშეირა, ტერლიცი, ფელიპე, ანჯელო (ბელმონტე 62), ვერგასოლა, დელა როკა, რუბინი, როზინა (ბოგდანი 88), ემეგარა, სესტუ (აგრა 73).

მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.

გოლები: 0:1 ემეგარა (33), 1:1 კონე (41).

გაფრთხილებები: სორენსენი 59, გაბიადინი 65 - ემეგარა 40, დელა როკა 51, ბოგდანი 90+2.

მსაჯი: პიერო ჯაკომელი.

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 15 (6)-6 (2), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 6-0, სეივი: 1-5, ჯარიმა: 14-20.

 

უდინეზე-ტორინო 1:0 (1:0)

უდინე, “ფრიული 17000

უდინეზე (3-5-2): პადელი, ბენატია, ანჯელა, დომიცი, ბასტა, პინცი, ალანი, პერეირა, პასკუალე (სილვა 76), მაიკოსუელი (კამპოსი 61), დი ნატალე (რანეგიე 83).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

ტორინო (4-4-2): ჟილე, დ’ამბროზიო, გლიკი, როდრიგესი, მასიელო, ჩერჩი, ბრიგი (ვივესი 57), გაცი, სანტანა, ბარეტო (დიოპი 76), მეჯორინი (ჟონათასი 57).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

გოლი: 1:0 პერეირა (7).

გაფრთხილებები: როდრიგესი 74, დ’ამბროზიო 86, სანტანა 90+1.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 11 (7)-5 (2), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-5, ჯარიმა: 15-14.

 

ინტერი-კიევო 3:1 (2:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა 42000

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი, ძანეტი, რანოკია, ჟეზუსი, ნაგატომო, კამბიასო (სტანკოვიჩი 76), კუზმანოვიჩი (სკელოტო 84), გარგანო, პალასიო, მილიტო (ალვარესი 65), კასანო.

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.

კიევო (4-3-1-2: პუჯონი, ანდრეოლი, დაინელი, აჩერბი, იოკიჩი, სეიმური (ლუსიანო 70), კოფიე (სპიროპულოსი 64), რიგონი, ჰეტემაი, ტერო, პალოსკი (პელისიე 76).

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

გოლები: 1:0 კასანო (2), 1:1 რიგონი (21), 2:1 რანოკია (26), 3:1 მილიტო (50).

გაფრთხილებები: რანოკია 28, სტანკოვიჩი 90+2 - რიგონი 18.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 10 (9)-6 (1), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 0-5, ჯარიმა: 13-11.

 

 

1. იუვენტუსი 24 17 4 3 50:16 55
2. ნაპოლი 24 15 5 4 46:21 50
3. ლაციო 24 13 5 6 35:26 44
4. ინტერი 24 13 4 7 39:29 43
5. მილანი 24 12 5 7 42:30 41
6. ფიორენტინა 24 11 6 7 41:29 39
7. უდინეზე 24 9 9 6 35:33 36
8. კატანია 24 10 6 8 31:30 36
9. რომა 24 10 4 10 50:45 34
10. პარმა 24 8 8 8 30:31 32
11. სამპდორია 24 8 5 11 31:30 28
12. ტორინო 24 6 11 7 27:27 28
13. კიევო 24 8 4 12 25:39 28
14. ატალანტა 24 8 5 11 21:33 27
15. ბოლონია 24 7 5 12 33:34 26
16. კალიარი 24 6 7 11 26:41 25
17. ჯენოა 24 5 7 12 25:37 22
18. პესკარა 24 6 3 15 20:49 21
19. სიენა 24 6 6 12 24:34 18
20. პალერმო 24 3 9 12 21:38 18

 

ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 15, დი ნატალე („უდინეზე“) – 14, ოსვალდო („რომა“), ლამელა („რომა“) – 11, კლოზე ("ლაციო"), პაცინი („მილანი“), ჯილარდინო („ბოლონია“) – 10, ჰამშიკი („ნაპოლი“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), მილიტო („ინტერი“) – 9.

 

შემდეგი ტური

15 თებერვალი

მილანი-პარმა.

16 თებერვალი

კიევო-პალერმო; რომა-იუვენტუსი.

17 თებერვალი

ტორინო-ატალანტა; კატანია-ბოლონია; პესკარა-კალიარი; ნაპოლი-სამპდორია; ჯენოა-უდიენზე; ფიორენტინა-ინტერი.

18 თებერვალი

სიენა-ლაციო.

 

მიშა ზაქარეიშვილი

0.097693