ფეხბურთი

14:03 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიროსლავ ბერანეკი: “გადამწყვეტი, გატანილი გოლი აღმოჩნდა”

 

საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (1:0) შემდეგ, ყაზახეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის ჩეხმა მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ ბერანეკმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განვლილ დაპირისპირებაში, გადამწყვეტი, გატანილი გოლი აღმოჩნდა. ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა sports.kz-ი იუწყება.

მიროსლავ ბერანეკი: “მოედანზე რაც გამოგვივიდა, თავად ნახეთ. თქვენ იცოდით ჩვენი თამაშის ხარისხი, ინდივიდუალური ოსტატობა. მეტოქე ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები, სწრაფები იყვნენ და ინდივიდუალურად კარგად მომზადებულნი. იძულებული ვიყავით, დაცვიდან გვეთამაშა და კონტრშეტევები განგვეხორციელებინა. გადამწყვეტი, გატანილი გოლი აღმოჩნდა. შესამჩნევი იყო, რომ ხიჟნიჩენკო კარგ პოზიციაში იმყოფებოდა.

მეორე ტაიმში ქართველებს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ. სწრაფ კონტრშეტევებს ვავითარებდით და მეტოქესთან შედარებით, გოლის გატანის მეტი შანსი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთელებმა ყველა დარიგება, რაც გასახდელში მივეცი, შეასრულეს. იმედი მაქვ, ეს გამარჯვება შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091367