მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი თომას მიულერი ბოლოდროინდელ ჭორებს მანჩესტერ "იუნაიტედში" გადასვლასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბავარიიდან გადასვლას ჯერჯერობით არ აპირებს.
"ეს ჭორები მე არ გამომიწვევია და კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია. ერთი რამის თქმა შემიძლია, ჯერ არსად მივდივარ, თუმცა გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ სულ აქ ვიქნები. წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება. შევეცდებით წარმატებულად ვიასპარეზოთ და მე კვლავ საუკეთესო მეგოლე გავხდე, ამისთვის ცოტა იღბალიცაა საჭირო" - ციტირებს მიულერის სიტყვებს Bild.
შეგახსენებთ, რომ თომას მიულერი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გატანილი გოლით მუნდიალის ბომბარდირი გახდა.
გიორგი ბალახაძე







