მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი თომას მიულერი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებას მოუთმენლად ელის.
“რეალი”?!. საუცხოო კენჭისყრაა. მსოფლიო კლასის ფეხბურთელებთან ორ დუელს მოუთმენლად ველი” – დაწერა მიულერმა თავის “ტვიტერში”.
მიმდინარე სეზონში მიულერმა ჩემპიონთა ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.







