ჭადრაკი

21:20 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკე ქალთა ნაკრები ოლიმპიადისთვის ლოპოტაში ემზადება

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ლოპოტაზე ემზადება.

ამჟამად ცნობილია ქალთა ნაკრების ოთხი წევრი, ესენი არიან: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. ნაკრების მე-5 წევრის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნაკრებთან ერთად იმყოფებიან გუნდის კაპიტანი ნინო გურიელი და მწვრთნელები: დავით ჯოჯუა, ხვიჩა სუპატაშვილი და ზურაბ სტურუა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადას 1-14 აგვისტოს ნორვეგიის ქალაქი ტრომსო უმასპინძლებს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171056