2-წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ხალიჩაზე დაბრუნებულმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, დავით მოძმანაშვილმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა ამ უქმეებზე მაჰაჩყალაში ჩატარებულ ალი ისაევის ხსოვნის ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა.
ოქრო-ვერცხლის შანსი მოძმანაშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ტოხტარ ტემრეზოვთან მარცხით დაკარგა. რეპეშაჟში კი მასპინძელი თეიმურაზ ტიგიევი და სომეხი ევროპის პრიზიორი რუსლან ბასიევი ჩამოიცილა.
საქართველოს ნაკრების სახელით ხალიჩაზე გიორგი ნიკურაძეც გავიდა, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან, რამაზან მაგომედოვთან წააგო და შეჯიბრს გამოეთიშა.
ოთარ მაღლაკელიძე







