თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი ხანგრძლიოვი პაუზის შემდეგ ხალიჩას წარმატებულად დაუბრუნდა.
დღეს, საგარეჯოში აბსოლიტური პირველობა გაიმართა. ტურნირის მიზანი მძიმე წონით კატეგორიაში ნაკრების ლიდერის გამოვლენა იყო და 2008 წლის ევროპირველობის შემდეგ დისკვალიფიცირებულმა მძიმეწონოსანმა შიდა კონკურენციაში ყველას აჯობა.
ფინალში მოძმანაშვილმა ლევან სეთურიძეს სძლია, იქამდე კი, ზვიად მეტრეველი, მიხეილ ჩიქოვანი და ლუკა კურტანიძე ჩამოიცილა. მესამე ადგილს გიორგი ნიკურაძე დაეუფლა. აბსოლიტურ ჩემპიონატში მონაწილეობა სულ 14-მა სპორტსმენმა მიიღო.
ოთარ მაღლაკელიძე







