სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:50 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოგება გალისიურად

 

 “დეპორტივომ” ჩემპიონატში პირველი მოგება იზეიმა და გალისიელებმა მე-9 ადგილზე აინაცვლეს. “ეიბარი” ქვევითაა და ისეთი პირი უჩანს, დასარჩენად უნდა იბრძოლოს.

ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გავიდა. ცოტა საეჭვო ეპიზოდი იყო. მასპინძლებმა გააპროტესტეს, მაგრამ მსაჯმა გოლი ითვლებაო და მოთამაშეებიც შეეგუენ საწყისი წუთებიდან მდევრის როლში ყოფნას.

პიოვაკარი გახსოვთ? გასული სეზონის საწყის ეტაპზე “დინამო” თბილისმა ბუქარესტის “სტიაუასთან” წააგო, იმ გუნდში იყო პიოვაკარი. “სტიაუას” შემადგენლობიდან რამდენიმე ე.წ. ტოპლიგაშიც მოხვდა. მაგალითად კირიკეში “ტოტენჰემის” მაისურით ვიხილეთ. ფედერიკოც ჩვეულებრივი მოთამაშე იყო ევროპის კვალობაზე. აქ რო ჩამოვიდა, იტალიელ კაცს სერია ა არ ჰქონდა ნათამაშები, დღეს “ეიბარშია”.

“დეპორი” ერთი ჩვეულებრივი გუნდია. ხვალ შეიძლება “ეიბართან” სულაც წააგოს და არავინ არაფერს იტყვის, მაგრამ “რიასორს” გახედავ და გგონია ვალერონის პასით მაკაიმ უნდა შეაგდოს. გაიხედავ და ამდენი წელი გავიდა, სეგუნდაც ნახეს ლურჯ-თეთრებმა და დაბრუნებაც.

ვიქტორ ფერნანდესი ივლისში მოიყვანეს. სამ-ოთხ თვიანი გუნდის თამაში არ არის ცუდი, როცა ვარსკვლავებიც არ ჰყავს. უბრალოდ ამ გუნდს შეუძლია პრიმერაში იყოს. “რეალს” და “ბარსელონას” ბოლომდე “ეჭიდაოს”, წაიქცეს და მაინც “ეჭიდაოს”.

გამოცდილმა პოშტიგამ საგოლე პასი შეასრულა და დომინგესმა შეაგდო.  წინა ორ ტურში გუნდმა “გრანადასთან” წააგო, “რაიოსთან” არ წააგო და “ეიბართან” მოიგო. ფერნანდესმა მოთამაშეთა გაქანების შედეგი დადო.

“ეიბარი” – “დეპორტივო” 0:1 (0:1)

ეიბარი, “მუნიციპალ დე იპურუა,” 4522

ეიბარი: ხაბი ირურეტა, ბოვედა, აბრაჰამი, რაულ ნავასი, რაულ ალბენტოსა, ხავი ლარა, ჯონ ერასტი, დანი გარსია (საულ ბერხონი 76), ანდერ კაპა (დანი ნიეტო 46), მიკელ არუაბარენა, ანხელი (პიოვაკარი 57)

მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

დეპორტივო: ლუქსი, ლოპო, სიდნეი, ლაურე, ლუიზინიო, ხუანფრანი (კანელა 85), მედუნიანინი, ბერგანტინოსი, დომინგესი, კავალიერო (კუენკა 59), პოშტიგა

მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

გოლი: 0-1 ხუან დომინგესი (13)

მსაჯი: მარიო მელერო

გაფრთხილება: კავალიერო (16), მედუნიანინი (32), პოშტიგა (54), ლოპო (79), სიდნეი (88)

ბურთის ფლობა: 58%-42% დარტყმა: 13-4 ჯარიმა: 23-15 კუთხური: 4-8 თამაშგარე: 4-0 სეივი: 0-2

 

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097124