ავტოსპორტი

5:12 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მომავალ სეზონში მანქანები დამძიმდება

გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში ბოლიდები საგრძნობლად დამძიმდება. გაზეთ „ბილდის“ რეპორტიორი ფრანკ შნაიდერი ამბობს, რომ მართალია, ძრავი დაპატარავდება, მაგრამ სამაგიეროდ, სისტემა ERS-ის (ენერგიის აღდგენის სისტემა) და ელემენტების გაზრდილი ბლოკის წყალობით, ავტომობილი წონაში (ახლანდელთან შედარებით) 50 კილოგრამით და მეტით მოიმატებს.

„დამძიმება დიდ ცვლილებას მოგვცემს. და რაც მთავარია, ამის გამო, მართვის სტილიც შესაცვლელი იქნება“, - ამბობს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და მიმდინარე სეზონის ლიდერი სებასტიან ფეტელი.

ცნობისათვის, ახლანდელი 2.4-ლიტრიანი V8 ძრავები მხოლოდ 95 კილოგრამს იწონის, 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავების წონა კი ტურბოკომპრესორიანად დაახლოებით 145 კილოგრამი იქნება. თანაც, ამაში არ შევა ERS-ის ელემენტების ბლოკის წონა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად დაპატარავდება საწვავის ავზი. თუ ამ სეზონში მანქანები რბოლას 150 კილოგრამი საწვავით იწყებენ, მომავალი სეზონიდან მაქსიმუმ 100 კილოგრამი (ფ1-ში საწვავი კილოგრამობით იზომება) უნდა იყოს.

იცვლება ავტომობილის მინიმალური ზღვრული წონაც. ამჟამად ლიმიტი 640 კილოგრამია, მომავალი სეზონიდან კი 660 კილოგრამი იქნება.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167423