6 ოქტომბერს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ 1999-2000 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის შიდა სარეიტინგო ტურნირს უმასპინძლა. ეს ის ასაკობრივი ჯგუფია, 2015 წელს ჩასატარებელ თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში რომ უნდა ჩაერთოს.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 200-ზე მეტმა ვაჟმა ძიუდოისტმა მიიღო. საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველაზე შედეგიანად შიდა ქართლის გუნდის წევრებმა იჭიდავეს, რომელთაც 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ასევე 2-2 წონით კატეგორიაში ქვემო ქართლისა და თბილისის გუნდის წარმომადგენლები გაჩემპიონდნენ. თითო ოქრო კი იმერეთისა და კახეთის გუნდების წევრებს ერგოთ.
ძიუდო
სარეიტინგო ტურნირი
1999-2000 წლებში დაბადებულები
34 კგ
1 სანდრო ძამაშვილი (ქვემო ქართლი)
2 ოთარ ტალახაშვილი (კახეთი)
3 გიორგი თინაშვილი (თბილისი)
3 მიშიკო ნოზაძე (შიდა ქართლი)
38 კგ
1 ნიკა კობაიძე (თბილისი)
2 გიორგი თუთაშვილი (იმერეთი)
3 საბა კაპანაძე (სამხრეთ ოსეთი)
3 ნოდარ გელაშვილი (შიდა ქართლი)
42 კგ
1 ლაშა ბექაური (კახეთი)
2 ლევან ფსუტური (შიდა ქართლი)
3 ამირან დარბაისელი (თბილისი)
3 ვლადიმერ ახალკაცი (სამცხე-ჯავახეთი)
46 კგ
1 ალეკო მამიაშვილი (შიდა ქართლი)
2 ლუკა ხერგიანი (ქვემო ქართლი)
3 ნიკა ზვიადაური (კახეთი)
3 მიხეილ ბახბახიშვილი (კახეთი)
50 კგ
1 გოგა გოგაშვილი (თბილისი)
2 სოსო ებილაშვილი (ქვემო ქართლი)
3 საბა მეშველიანი (რაჭა-ლეჩხუმი)
3 ნოდარ ბერიაშვილი (სამხრეთ ოსეთი)
55 კგ
1 ნუგზარ ტაბლიაშვილი (ქვემო ქართლი)
2 ტარიელ ბუქულაშვილი (შიდა ქართლი)
3 ალეკო სულაკაძე (იმერეთი)
3 ლაშა მათიაშვილი (კახეთი)
60 კგ
1 შათირ შერაზადიშვილი (შიდა ქართლი)
2 რეზო თაბუკაშვილი (შიდა ქართლი)
3 ნიკა ბურდული (კახეთი)
3 ჰამლეტ მარგველაშვილი (თბილისი)
+60 კგ
1 ამირან წიქორიძე (იმერეთი)
2 ჯაბა ქარელიშვილი (შიდა ქართლი)
3 ოთარ გოგიძე (შიდა ქართლი)
3 პაატა მარტიაშვილი (კახეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







