“მონაკოს” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი “ინტერის” ფორვარდით მაურო იკარდით დაინტერესდა. Sky Sport-ის ცნობით, ფრანგებმა 20 წლის არგენტინელის იჯარის წესით გადაყვანის თაობაზე იტალიელებს მას შემდეგ მიმართეს, რაც ტრავმირებული რადამელ ფალკაოს სეზონის ბოლომდე გამოჯანმრთელება გამოირიცხა.
მიმდინარე სეზონში თავად იკარდისაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, რამაც მას ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაში ხელი შეუშალა. იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.







