ფეხბურთი

13:03 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" ტრაორე არენდით აიყვანა

 

როგორ ფრანგული L'Equipe იტყობინება, ბურკინა ფასოს ეროვნული ნაკრების და "ლორიენის" შემტევი ნახევარმცველი ალაინ ტრაორე არენდის წესით, 2014/15 წლების სეზონს "მონაკოში" გაატარებს.

25 წლის ტრაორე 2012 წელს "ლორიენს" "ოსერიდან" შეუერთდა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, ფრანგული კლუბის მაისურით შემტევმა ნახევარმცველმა 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097386