სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:18 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკოს“ პირველი ქულები ფალკაომ და სუბასიჩმა მოუტანეს

ლეონარდუ ჟარდიმმა, „მონაკოსთან“ ერთად, პირველი გამარჯვება იზეიმა. პორტუგალიელი სპეციალისტი ამას სასტარტოში დაბრუნებულ რადამელ ფალკაოსა და გუნდის მეკარეს, დანიელ სუბასიჩს უნდა უმადლოდეს.

ფალკაო „მონაკოს“ სასტარტო შემადგენლობაში იანვრის შემდეგ პირველად გამოჩნდა. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-2 გოლი გაიტანა. თუ პირველ შემთხვევაში მისმა ზუსტმა დარტყმამ გუნდს ქულა ვერ მოუტანა, ამჯერად, ფალკაოს თავურმა „მონაკოს“ პირველად მოაგებინა.

სანამ ფალკაო ანგარიშს გახსნიდა, „მონაკოს“ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რაც მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 3 მატჩში მეოთხედ მოხდა. წინა 3 შემთხვევისგან განსხვავებით, სუბასიჩმა მეტოქის დარტყმა მოიგერია და როგორც მოგვიანებით გაირკვა, გუნდის მოგებაში დიდი წვლილიც შეიტანა.

მასპინძელმა გუნდმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება კიდევ ერთ მატჩში ვერ მოახერხა. აქამდე უდანაკარგო „სენტ ეტიენი“ „რენს“ ხვდებოდა და 41-ე წუთზე ერდინგს პენალტი ზუსტად რომ შეესრულებინა, ასპროცენტიან შედეგს შეინარჩუნებდა კიდეც. თუმცა, გალტიეს შეგირდებმა „ბორდო“ სათავეში ერთპიროვნულად დატოვეს.

საკუთარ კედლებში მოულოდნელად წააგო „ლიონმა“. უბერ ფურნიეს გუნდი აქამდე უქულო „ლანსს“ მასპინძლობდა. ლიგა ერთში 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა პა-დე-კალელებმა მადაგასკარელი ნახევარმცველის, ლალაინა ნომენიანაჰარის მიერ თამაშის სტარტზე გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს.

 

ლიონი-ლანსი 0:1 (0:1)

ლიონი, “ჟერლანი” 24636

ლიონი (4-3-1-2): ლოპესი, ჟალე, კონე, როზი (ნ’ჟიე 54), ტოლისო, მალბრანკი, დაბო (ზეფანი 71), გონალონი, მვუემბა, ლაკაზეტი, იატარა (ბენზია 63).

მწვრთნელი: უბერ ფურნიე.

ლანსი (4-4-2): რიუ, გბამინი, ლანდრი, კანტარი, ბაალი, ლემუანი, ვალდივია, ნომენიანაჰარი (ბორიგო 71),  სიპრიენი (კავარი 78), ტუზგარი (გიომი 68), კულიბალი.

მწვრთნელი: ანტუან კომბუარე.

გოლი: 0:1 ნომენიანაჰარი (11).

გაფრთხილებები: გონალონი 29 - ლანდრი 43, სიპრიენი 46, ნომენიანაჰარი 53.

მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 14 (5)-8 (3), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-5, ჯარიმა: 18-17.

 

სენტ ეტიენი-რენი 0:0

სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 30967

სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, თეოფილე-კათერინი, პერინი, სალი, ტაბანუ, ლემუანი, კონე (გრადელი 60), კოადე, ამუმა (ბრიზონი 88), ერდინგი (ვან ვოლფსვინკელი 56), მონე-პაკე.

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.

რენი (4-3-3): კოსტილი, დანზე, მექსე, არმანი, მ’ბენგი, პაჟო, დუკურე, ფერნანდესი, პრჩიჩი (მორეირა 75), ტოივონენი (ჰოზინერი 84), ენრიკე (ნ’ტეპი 50).

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ერდინგი 41.

გაფრთხილებები: კონე 45, სალი 87 - ფერნანდესი 30, მ’ბენგი 50, არმანი 70.

მსაჯი: რუდი ბუკე.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 10 (2)-5 (0), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 0-2, ჯარიმა: 14-21.

 

ნანტი-მონაკო 0:1 (0:1)

ნანტი, “ბოჟუარი

ნანტი (4-2-3-1): დუპე, სისოკო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ვეინო, ვერეტო, ჰანსენი, გაკპე (შეხტერი 61), ბედოია (არისტიგიეტა 80), ოდელი (ბესა 66), ბამუ.

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, ფაბინიო, კარვალიო, რაგი, კურზავა, მოუტინიო, ტულალანი, კონდოგბია, ჟერმენი, ფალკაო (ბერბატოვი 68), ოკამპოსი (მარტიალი 60/ფერეირა 87).

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.

გოლი: 0:1 ფალკაო (45).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: გაკპე 23.

გაფრთხილებები: სუბასიჩი 22, ბერბატოვი 88.

მსაჯი: ამაური დელერუ.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 15 (6)-6 (2), კუთხური: 5-9, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-6, ჯარიმა: 12-10.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097055