ფეხბურთი

15:56 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მორატიმ “ინტერი” გაყიდა

 

მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი ინდონეზიელ ერიკ ტოხირს მიჰყიდა. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

“ყველაფერი მოგვარებულია. უახლოეს პერიოდში, პრეს-რელიზიც გამოვა. პრეზიდენტის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არაა. “ინტერი” მიყვარს და აქ მომუშავე ხალხს პატივს ვცემ. ვეცდები, ახალ რიტმს მოვერგო”, - განაცხადა მორატიმ.

ცნობისათვის, მორატი “ინტერს” 1995 წლიდან ფლობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093155