ჭადრაკი

18:13 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი შეკრება ქუთაისში...

2014 წლის 18 მარტიდან - 28 მარტის ჩათვლით ქუთაისში გაიმართა საწვრთნელი შეკრება წარმატებული ახალგაზრდა  მოჭადრაკეებისათვის.

 

სემინარებში მონაწილეობდნენ:

 

1. არაბიძე მერი - 2378;

 

2. ბერაძე ირაკლი - 2364;

 

3. სიბაშვილი გიორგი - 2230;

 

4.თუთისანი ნოე - 2137;

 

5. ღვამბერია ნიკა - 2133;

 

6. კუჭავა ანა - 2123;

 

7. იმნაძე ნატო - 2100;

 

8. ხომერიკი ნინო - 2058;

 

შეკრებაზე საჭადრაკო მომზადების გარდა განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა: ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას, კვებას   და  დისციპლინას.

 

 დღის განრიგი:

 

- 08.30 სთ. - ფიზიკური მომზადება;

 

- 10.00 სთ. - საუზმე;

 

- 11.00 სთ. - 14.00 სთ. - საჭადრაკო მეცადინეობა;

 

- 14.10 სთ. - სადილი;

 

- 17.00 სთ. - 20.00 სთ. -საჭადრაკო მეცადინეობა;

 

- 20.10 სთ. - ვახშამი;

 

- 21.00 სთ. - მსოფლიო ჩემპიონების ბიოგრაფიებისა და მათი საჭადრაკო შემოქმედების გაცნობა.

 

შეკრებაზე გარჩეული იქნა 2014 წლის ევროპის მამაკაცთა ჩემპიონატზე ნათამაშები პარტიები, სადაც შეკრებაზე მოწვეული ექვსი (! ) მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ასევე მოხდა სადებიუტო და მიტელშპილის სახვადასხვა თეორიული პოზიციების და გეგმების გაცნობა-შესწავლა, გარჩეული იქნა ცნობილი მოჭადრაკეების სხვადასხვა საინტერესო პარტიები და მაგალითები დათვლის ტექნიკის ასამაღლებლად.

 ჩატარდა კონკურსი ეტიუდების ამოხსნაში, გაიმართა წრიული და მატჩ- ბლიც  ტურნირები.

ქუთაისის პარკ ჰოტელ „იმერში“ საუკეთესო პირობები იყო  შექმნილი საჭადრაკო და ფიზიკური მომზადებისათვის.

საჭადრაკო შეკრების პირველი ნახევარი ჩაატარა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ხვიჩა სუპატაშვილმა;

ხოლო მეორე ნახევარი - საერთაშორისო ოსტატმა, ალექსანდრე ყაშაშვილმა.

შეკრების ხელმძღვანელი - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - ალექსანდრე არსენიძე.

 

http://gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092907