ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ფორვარდი ლუკას ბარიოსი კარიერას მოსკოვის “სპარტაკში” განაგრძობს. Diario Gol-ის ცნობით, მოსკოველთა თავკაცი ვალერი კარპინი ჩინელებთან “დორტმუნდის” ყოფილი თავდამსხმელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა.
“სპარტაკს” პარაგვაელის ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდება. შეთანხმებას ოფიციალური სახე უახლოეს პერიოდში მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ ბარიოსი ჩინეთში წელიწადის წინათ გადაბარგდა. “გუანჩჟოუ ევერგრანდმა” პარაგვაელის სანაცვლოდ “დორტმუნდს” 8.5 მილიონი ევრო გადაუხადა.







