იტალიის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს ნახევარმცველ ტიაგო მოტას, ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
"ამჟამად ჩვენ, კლუბის მესვეურებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. მოტა პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს და წასვლას არსად აპირებს. იტალიელისადმი ინტერესი კვლავ გრძელდება. ზაფხულში "იუვენტუსის" წარმომადგენლებსაც კი შევხვდი", _ განაცხადა მოტას აგენტმა ალესანდრო კანოვამ RMC-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის იტალიელს, პარიზელებთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.
გიორგი ბალახაძე






