ფეხბურთი

20:41 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ქულის აღებას არ ვიმსახურებდით”

პრემიერლიგის მე-10 ტურში “ნიუკასლთან” წაგების (0:2) შემდეგ, ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი ქულის აღებას არ იმსახურებდა.

“ბურთით ძალიან უხეშად ვთამაშობდით. აგრესია არ გვყოფნიდა. სამართლიანად წავაგეთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ “ნიუკასლი” მოგებას იმსახურებდა, მაგრამ ჩვენ ქულის აღება ნამდვილად არ დაგვიმსახურებია.

ვფიქრობ, სასტარტო შემადგენლობა არასწორად შევარჩიეთ. თუმცა, ასეთი გრძნობა ყოველთვის მაქვს, როდესაც ვაგებთ.

პირველი ტაიმი ისე ჩავატარეთ, თითქოს ამხანაგურ შეხვედრას ვთამაშობდით. სერიოზული ფეხბურთის თამაში მხოლოდ მას შემდეგ დავიწყეთ, რაც გოლი გავუშვით.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09306