ფეხბურთი

13:02 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ხედირას ეპატიჟება

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალის” ნახევარმცველით სამი ხედირათი დაინტერესდა. ბრიტანული გამოცემები მავან ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ “ჩელსი” გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს წლიურ ხელფასს 6 მილიონ ევროს სთავაზობს. სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 27 მილიონს შეადგენს.

მოურინიო ლონდონური კლუბისთვის ნახევარმცველს ეძებს და ხედირას ვარიანტი ყველაზე მეტად მოსწონს. მით უმეტეს, რომ ამ ფეხბურთელთან ერთად პირადადაც უმუშავია. 


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.104176