ფეხბურთი

13:30 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ სატრანსფერო სეზონი დახურა

 

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლონდონელთათვის სატრანსფერო სეზონი დასრულდა. მოგეხსენებათ, "არისტოკრატებმა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს: "ჰაიდუკიდან" მარიო პაშალიჩა, "ბარსელონადან" სესკ ფაბრეგასი, მადრიდის "ატლეტიკოდან" კი მცველის, ფელიპე ლუისის და თავდამსხმელის, დიეგო კოშტას ტრანსფერი განახორციელეს.

რაც შეეხება ტიბო კურტუას, "ჩელსიმ" მადრიდულ გუნდში განათხოვრებული ბელგიელი მეკარე რამდენიმე სეზონის შემდეგ დაიბრუნა.

"ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი 31 აგვისტოს იწურება, ხოლო ჩვენ 19 ივლისს დავასრულეთ. ასე რომ, ჩვენ ტრანსფერს აღარ განვახორციელებთ. ძალიან მცირე დროში მოვახერხეთ საკვანძო ფეხბურთელების დამატება და გუნდის გაძლიერება. მცირე დროში ფანტასტიკური სამუშაო შევასრულეთ. ვიცით რა არის ჩვენი მიზანი, კლუბებთან სწრაფი მოლაპარაკებები წარმატებით ვაწარმოეთ და მომდევნო სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიში" ბრაზილიელი მცველის ტრანსფერი ცოტათი გაიწელა, თუმცა ლონდონელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173165