ფეხბურთი

14:40 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს შანსი რეზერვისტებს

“სუინდონთან” ინგლისის თასის მატჩში, ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო რამდენიმე სათადარიგო ფეხბურთელს მისცემს თავის გამოჩენის შანსს. პორტუგალიელის თქმით, ის ფეხბურთელები გავლენ მინდორზე, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ.

“ვფიქრობ, “სუინდონთან” მატჩში შანსი ბევრს მიეცემა. თუკი ყველაფერი კარგად წარიმართება, მათ თავდაჯერება კიდევ უფრო მოემატებათ”, - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal-ი.

ბრიტანული მედიასაშუალებების ვარაუდით, მოურინიო სასტარტო შემადგენლობაში ასპილიკუეტას, ესიენს, ბერტრანდსა და მატას დააყენებს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162389