პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა ჟოაო მოუტინიუმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზურის განაღდების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
პორტუგალიელებმა პლეი-ოფის საპასუხო მატჩში შვედეთის ნაკრებს სტუმრად 3:2 მოუგეს, ორი შეხვედრის ჯამში 4:2 იმარჯვეს და მეტოქის კარში ოთხივე გოლი რონალდუმ გაიტანა.
“კრიშტიანუმ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა მსოფლიოში. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი თანამემამულეა და ერთ ნაკრებში ვთამაშობთ” – განაცხადა მოუტინიუმ.







